ჩინეთი კოსმოსურ ინდუსტრიაში მოწინავე ადგილის დაკავებას ცდილობს. ქვეყანამ მთვარესა და მარსზე პირველი როვერები უკვე გაგზავნა და დედამიწის ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურიც განათავსა.

ახლა კი ის აპირებს, რომ სიცოცხლისთვის თავსებადი ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული, დედამიწის მსგავსი მახასიათებლების მქონე ციური სხეულების ძიებაში ჩართოს, რისი გეგმის აღწერაც გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

მისიის სამიზნე ჰიპოთეზური ობიექტი — დედამიწა 2.0 იქნება. ახალი პროექტი, რომელიც ამჟამად განვითარების ადრეულ ეტაპზეა, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფინანსდება. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სპეციალისტები სიმძლავრით გამორჩეული კოსმოსური ობსერვატორიის აგებას დაიწყებენ, რომელიც 7 ტელესკოპს გააერთიანებს. აქედან 6 გედისა და ქნარის თანავარსკვლავედებს შეისწავლის, რომლებსაც NASA-ს კეპლერის ტელესკოპი 2018 წლამდე იკვლევდა. თუმცა, ის ამ უკანასკნელზე 5-ჯერ ფართო არეალს გააანალიზებს, ასევე, მაზე მკრთალსა და შორეულ მნათობებსაც "დაინახავს", ვიდრე TESS-ის ხელსაწყოები.

ობსერვატორიას 2026 წლისთვის გაუშვებენ. მას ორბიტაზე რაკეტა Long March-ით გაგზავნიან. ტელესკოპების უმეტესობა ტრანზიტის მეთოდით იმუშავებს, ანუ ვარსკვლავებთან პლანეტის ჩავლით გამოწვეულ სიკაშკაშის ცვლილებას დააკვირდება. მათგან ერთი კი ერთი გრავიტაციული მიკროლინზირების ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომლის მეშვეობითაც ე.წ. მოხეტიალე ან მნათობისგან დიდი მანძილით დაშორებულ ციურ სხეულებს გამოავლენს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცემებს სხვადასხვა მასის, სიდიდისა და ასაკის პლანეტების შესახებ მოვიპოვებთ. დედამიწა 2.0-ის საპოვნელად, ჩვენი მსგავსი ორბიტის მქონე ობიექტებზე უნდა ვკონცენტრირდეთ, რომლებიც საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას დაახლოებით 1 წელს ანდომებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.