რა წერია ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს შესახებ
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2022 წლების პერიოდს მოიცავს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლიდან საქართველომ იმ დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, უკან დაიხია.
"მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები საკუთარ არსს კარგავენ, მმართველი კოალიცია კი საკუთარ ძალაუფლებას სულ უფრო მეტად ზრდის და ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის", — წერია ანგარიშში.
ევროპარლამენტის ანგარიშის მიხედვით, კვლევის პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც ადასტურებს ოპოზიციის ლიდერების დაკავებები, 2019 წლის ივნისისა და 2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების არაეფექტური გამოძიება და, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.
დოკუმენტში საუბარია მოსამართლეთა გაუმჭირვალედ და ნაჩქარევად დანიშვნაზე, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის არგანხორციელებასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე და აღნიშნულია, რომ ამ მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას.
კორუფციასთან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო რჩება რეგიონულ ლიდერად კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ბოლო წლებში შენელდა ანტიკორუფციული რეფორმები, მაღალი დონის კორუფციის ეფექტური გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა მთავარ გამოწვევად რჩება.
რაც შეეხება მედიაგარემოს, ევროპარლამენტის ანგარიშში წერია, რომ პოლიტიკური ჩარევების, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების გამო საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უფრო რთული გახდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბავშვთ უფლებათა კოდექსის ძალაში შესვლა, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების უფლებები და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია.
ანგარიშში მიმოხილულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მისი დაკავება. საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება იყო და ამას ადასტურებდა ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც, რომლებიც სააკაშვილს ბრალის დამძიმებით დაემუქრნენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ყოველივე ადასტურებს პოლიტიკურ ჩარევას მართლმსაჯულების სისტემაში.
დოკუმენტში, ასევე, საუბარია 5 ივლის განვითარებულ მოვლენებზე და ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ უზრუნველყო შეკრებილთა დაცვა და უსაფრთხოება.
ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებთან კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ. მასში დადებითადაა შეფასებული საქართველოს თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით, თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველომ უარი თქვა შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საქნციებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
კომენტარები