რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში რადიოაქტიური მტვერი შეისუნთქეს
1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ფიჭვის ხეებმა დიდი რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერებები შთანთქა, რის გამოც ისინი მოწითალო-მოყავისფროდ შეიფერა. აღნიშნულ არეალს წითელ ტყეს უწოდებენ, რომელიც აკრძალულ ზონაში მდებარეობს.
სადგურში მომუშავე პერსონალი იტყობინება, რომ როცა რუსმა ჯარისკაცებმა ეს ტერიტორია აიღეს, დაბინძურებულ ტყეში სპეცტექნიკის მთელი კოლონით შევიდნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი დამცავი აღჭურვილობის გარეშე იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, რადიოაქტიური მტვერი შეისუნთქეს, რაც ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
ასევე, იხილეთ: ჩერნობილიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს და შესაძლოა, "ჭუჭყიანი ბომბის" შესაქმნელად გამოიყენონ
დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვალერი სეიდა აცხადებს, რომ ჯარისკაცები მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი სიტუაციას სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
"როცა ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა 1986 წლის კატასტროფის, ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შესახებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რაზე ველაპარაკებოდით. არ იცოდნენ, სად იყვნენ", — ამბობს სეიდა.
დანამდვილებით ვიცით, რომ რუსების სპეცტექნიკამ წითელ ტყეში რადიოაქტიური მტვერი "გააღვიძა", რადგან სენსორებმა გათიშვამდე ცოტა ხნით ადრე ჩვეულებრივზე 7-ჯერ ძლიერი რადიაციის დონე დააფიქსირა.
ყველაფერი ბირთვულ ენერგიაზე, ატომურ ელექტროსადგურებსა და რადიაციაზე:
კომენტარები