ჩერნობილიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს და შესაძლოა, "ჭუჭყიანი ბომბის" შესაქმნელად გამოიყენონ
Science-ის უწყებას თუ დავეყრდნობით, ჩერნობილიდან რადიოაქტიური ნივთიერებები მოიპარეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მათ ისინი "ჭუჭყიანი ბომბის" დასამზადებლად გამოიყენონ. ეს უკანასკნელი ხელნაკეთი იარაღია, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენებისა და ტრადიციული ფეთქებადი ნივთიერებების შერევით მზადდება. მას შეუძლია, აფეთქებისას რადიაცია დიდ მანძილზე გაფანტოს.
ასევე იხილეთ: რა პრინციპით ვრცელდება რადიოაქტიური ღრუბელი და როგორ განვსაზღვროთ მისი შესაძლო ზარალი
რუსეთმა ადგილი უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავა, მაროდიორებმა კი — ოფიციალურად დაუზუსტებელია, რუსები იყვნენ ისინი თუ რომელიმე სხვა დაჯგუფება — ახლომდებარე ლაბორატორიიდან რადიოაქტიური მასალები წაიღეს.
ატომურ ელექტროსადგურთა უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანატოლი ნოსოვსკიმ წყაროსთან საუბრისას განაცხადა, რომ აქამდე უკვე დაკარგული იყო კავშირი სხვა ახლომდებარე ლაბორატორიასთანაც, რომელშიც გამა და ნეიტრონული გამოსხივების მძლავრი რესურსები ინახებოდა, ამიტომაც მათი ბედი ჩვენთვის უცნობია.
ასევე იხილეთ: უკრაინელთა ცნობით, რუსეთმა გაანადგურა ლაბორატორია, რომლითაც ჩერნობილში რადიაციის დონე კონტროლდებოდა
შესაძლო, თუმცა ნაკლებად სავარაუდო ბირთვული ომის საფრთხეზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინაში არსებული ატომური ელექტროსადგურები არაერთხელ გახდა რუსული აგრესიის სამიზნე — სამხედროებმა ჩერნობილის ქარხანას ელექტრომომარაგება რამდენჯერმე შეუწყვიტეს და ახლომახლო ხანძრის გაჩენაც კი სცადეს.
ასევე იხილეთ: როგორ გადავურჩით საშინელებათა ფილმის სცენარს — ჩერნობილი დენით და დენის გარეშე
კომენტარები