ტვინის იმპლანტმა სრულად პარალიზებულ ადამიანს კომუნიკაციის საშუალება აღუდგინა
34 წლის პარალიზებულ კაცს, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზის (ALS) გამო, თვალების მოძრაობის უნარიც კი დაკარგული ჰქონდა, თუმცა, ახლა მას ტვინის იმპლანტის გამოყენებით კომუნიკაცია კვლავ შეუძლია.
მსგავსი სისტემები როგორც წესი თვალის მოძრაობიდან გამომდინარე მუშაობს. თუმცა, როგორც The New York Times იტყობინება, კონკრეტული იმპლანტი "თვალის მოძრაობის წარმოდგენით" მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ კაცს არა უშუალოდ თვალის მოძრაობა, არამედ მისი წარმოდგენა სჭირდება. ეს ნეირომეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც სრულად პარალიზებულ ადამიანებსაც მისცემს გამოხატვის საშუალებას.
კვლევის შედეგები ამ კვირაში ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
"მე თვითონაც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს შესაძლებელია", — განუცხადა კვლევის ავტორმა უჯვალ ჩაურადრიმ NYT-ს.
პაციენტს გარკვეული სპეციფიკური მოთხოვნები ჰქონდა, როდესაც მან პირველად დაიწყო კომუნიკაცია იმპლანტის საშუალებით.
"საჭმელად მინდა კარტოფილი და შემდეგ ბოლონეზა", — დაწერა მან დაჯგუფებული ასოების სისტემის გამოყენებით, რომლებზეც გონებრივად წვდომა შეეძლო.
წარმატების მიუხედავად, არიან ექსპერტები, რომლებიც ჩაუდრადრიმისა და მისი კოლეგების შრომას სკეპტიკურად უყურებენ.
"ეს შრომა დადასტურებას და გადამოწმებას საჭიროებს", — განაცხადა სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბრენდან ალისონმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარდა კონკრეტულ პაციენტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად კარგად იმუშავებს იგივე ტექნიკა სხვებზე. ჩვენ არც ის ვიცით თუ როგორი გამძლეობა აქვს ამ სისტემას.
თუმცა, როგორც ჩაურადრი ამბობს, "ან ვენდობით ტექნოლოგიებს და ვიღებთ კომუნიკაციის საშუალებას იქ სადაც ის არ არის, ან ვრჩებით კომუნიკაციის გარეშე".
კომენტარები