ფოტოები: რუსული აგრესია საქართველოსა და უკრაინაში
აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა, რუსეთის პოლიტიკა და აგრესია კი უცვლელია. ამჯერად მათი სამიზნე უკრაინაა, რომელშიც 24 თებერვლის შემდეგ აგრესორი ქვეყანა სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
ქართველებს უკრაინელი მეგობრების კარგად გვესმის — ომის საშინელება და სისასტიკე საკუთარ თავზე გამოვცადეთ. ალბათ, ამიტომ უკრაინაში გადაღებული ყველა კადრი აგვისტოს ომს გვახსენებს. დღეს სწორედ ასეთ კადრებს გაჩვენებთ.
ექიმებს დონეცკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ქალი გადაჰყავთ | ექიმებს აგვისტოს ომის დროს დაშავებულები და დაღუპულები გადაჰყავთ

ფოტო: Reuters/Alexander Ermochenko

ფოტო: Reuters/Davit Mdzinarishvili
უკრაინელი ქალი საკუთარი ბინის წინ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ | ქართველი ქალი გორის დაბომბვის შემდეგ

ფოტო: Emilio Morenatti/The Associated Press

ფოტო: Reuters/David Mdzinarishvili
ხარკოვის საცხოვრებელ უბანში ჩამოგდებული ჭურვი | გორის ცენტრში ჩამოგდებული ჭურვი

ფოტო: Unian

ფოტო: ავტორი დაზუსტებული არ არის
ოჯახის წევრები ბავშვის ცხედართან, რომელიც მარიუპოლში სროლას ემსხვერპლა | ქალაქის დაბომბვის შემდეგ გორელი კაცი გარდაცვლილ ძმას დასტირის

ფოტო: CNN

ფოტო: Reuters/Gleb Garanich
ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოს სარდაფი | დაშავებულები ცხინვალის საავადმყოფოს სარდაფში

ფოტო: Reuters/Denis Syniacov

ფოტო: Associated Press/Emilio morenatti
ქალაქ ხერსონში რუს ოკუპანტებს "შეეგებნენ" | საპროტესტო აქცია იგოეთთან დაბანაკებული რუსი სამხედროების პირისპირ

ფოტო: Reuters

ფოტო: ინტერპრესნიუსი
პოლონეთის, უკრაინის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის ლიდერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში 2022 წელს | ამავე ქვეყნების ლიდერები თბილისში 2008 წელს

ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ტვიტერიდან

ფოტო: EPA
თვითმფრინავზე ტვირთავენ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინისთვის | აშშ-ის ჰუმანიტარული ტვირთი თბილისის აეროპორტში

ფოტო: GPO screenshot

ფოტო: Reuters/David Mdzinarishvili
კომენტარები