რასა იუკნევიჩიენე

4 Mar. 2022, 20:51

ჩვენ აქ მშვიდობისთვის, თავისუფლების და დემოკრატიისთვის ვართ შეკრებილები. სასტიკი ომი დაბრუნდა ევროპის კონტინენტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. საშინელი ძალა ემუქრება ევროპის კონტინენტის უდიდეს ნაწილს. ეს არის ჰიტლერი და სტალინი გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი.

მე მსურს, ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩემი ხმა მეტისმეტად სუსტი იყო იმისათვის, რომ დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები და მოკავშირეები, რომლებიც დასავლეთში იყვნენ, რომ ეს საშინელება ძალიან სახიფათო იყო ჩვენთვის, მთელი კონტინენტისათვის და ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ტერიტორიებისთვის. მე ვერ შევძელი, ეს რომ დროულად გამეკეთებინა. საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაცაა. ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისაკენ და თქვენი ევროპული ცხოვრებისაკენ.

ეს არის დასასრულის დასაწყისი. როდის მოვა ეს დასასრული, მე ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რომ მალე იქნება, ეს მალე მოხდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, იმისათვის, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ. მე მსურს, მივმართო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ პუტინის მიერ დაწყებული ომი. მესმის, რომ თავადაც მოწამლული ხართ ტყუილით, ბევრი თქვენგანი ციხეშიც კი მოხვდა, მაგრამ შემოგვიერთდით, უკრაინელები თქვენ გამოც იღუპებიან, თავისუფალი რუსეთისთვისაც იღუპებიან. აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი — ეს ევროპული სახელმწიფოებია. უკრაინამ უკვე გაიღო მსხვერპლი, რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყო და მე უზრუნველვყოფ, რომ ხელი შევუწყო მის ევროპულ ოჯახში გაერთიანებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…