ახალი კვლევის მიხედვით, ვილენდორფის ვენერას წარმომავლობა იტალიასთანაა დაკავშირებული
ვილენდორფის ვენერა, გამყინვარების პერიოდიდან შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. მისი წარმომავლობა ჯერ აქამდე უცნობი იყო. ამასთან, მასალა, რომლიდანაც ისაა ამოკვეთილი, ახლოს ფიზიკურად არ მოიპოვება. თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში მისი წარმომავლობა ცნობილი გახდა.
ვენერა დამზადებულია კლდის ოოლიტისგან. ვილენდორფი ავსტრიაში იპოვნეს, მაგრამ იქ ოოლიტის საბადოები არაა, ამიტომ მაშინვე აშკარა იყო, რომ ფიგურა აქ "დიდი მოგზაურობის" შედეგად მოვიდა. თუმცა, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ანთროპოლოგებს არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ საიდან.
ახლა გეოლოგებსა და ანთროპოლოგებს შორის თანამშრომლობამ გამოავლინა, რომ ვენერა დამზადებულია ჩრდილოეთ იტალიური ოოლიტებისგან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვენერას 400 კილომეტრის დისტანცია დაუფარავს.
ასევე: ქვის ხანის "ვენერას ფიგურებს" ახალი ახსნა აქვს — ეს გადაშენებასთანაა დაკავშირებული
ვენის უნივერსიტეტის მეცნიერმა გერჰარდ ვებერმა და კვლევის თანაავტორებმა გამოიყენეს ერთგვარი რენტგენის კომპილაცია, რომელიც ცნობილია როგორც მიკრო კომპიუტერული ტომოგრაფია. ამან მათ საშუალება მისცა ვენერას ინტერიერი ძალიან ზუსტად შეესწავლათ.
ტომოგრაფიამ გამოავლინა იურული პერიოდის ნარჩენები ქვაში, რამდენიმე უფრო დიდ, ძალიან მკვრივ მარცვლებთან ერთად, რომლებიც ცნობილია როგორც ლიმონიტები. მარცვლების ზომებიდან გამომდინარე, ვენერა ზუსტად ემთხვევა იტალიის გარდას ტბას გარემოს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ჩუქურთმები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ვენერას ქანდაკებები და ჰგვანან ვილენდორგის ვენერას დიდი მკერდით, დუნდულებითა და ბარძაყით, ვილენდორფის კომპოზიცია მაინც უნიკალურია. სხვა ცნობილი ნიმუშების უმეტესობა მოჩუქურთმებულია სპილოს ძვლისგან, რამდენიმე კი ქვებისგან.
კომენტარები