Twitter-მა უკრაინელ მომხმარებლებს თავდაცვითი ინსტრუქციები გააცნო
Facebook-თან ერთად, უკრაინელთა უსაფრთხოებისათვის რიგი ნაბიჯები Twitter-მაც გადადგა.
ოთხშაბათს კომპანიამ ტვიტების უკრაინულ ენაზე დაწერილი thread-ი გამოაქვეყნა, რომლითაც მომხმარებელს თავიანთი ანგარიშების დასაბლოკად და დასაცავად ინსტრუქციები მისცა. პლატფორმის სათქმელი მკაფიოა: ამჟამად თავდაცვა ციფრული ანგარიშების დაცვასაც მოიაზრებს.
ქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა თუ პროტესტანტებისთვის, რომლებიც თავიანთი ინტერესებისათვის ბრძოლის კოორდინირებას ონლაინ ცდილობენ.
მათ, ვინც დარდობს, რომ შესაძლოა, წარსულში ონლაინ გაზიარებულმა ინფორმაციამ საფრთხე შეუქმნას, Twitter ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას სთავაზობს:
"კონფლიქტის ან სხვა მაღალი რისკის მატარებელ რეგიონებში Twitter-ის გამოყენებისას უნდა იცოდეთ, როგორ უნდა გააკონტროლოთ თქვენივე პროფილი და ციფრული ინფორმაცია", — ვკითხულობთ პირველ ტვიტში.
მომდევნო ტვიტებში ინსტრუქციებს შესაბამისი ბმულებიც მოსდევს.
"ორ-ფაქტორიანი ავთენტიკაციის დაყენება უცხო პირებს საშუალებას არ მისცემს, თქვენი პროფილი ხელში ჩაიგდონ".
"თუკი მიიჩნევთ, რომ Twitter-ის პროფილის წაშლა ყველაზე უსაფრთხოა, პირველად მისი დეაქტივაცია დაგჭირდებათ. ამის შემდეგ თქვენი სამომხმარებლო სახელი და ტვიტები აღარ გამოჩნდება, თუკი შემდეგი 30 დღის განმავლობაში ანგარიშს თავიდან არ გაააქტიურებთ".
"შესაძლოა, ტვიტების დაპოსტვისას თქვენს საცხოვრებელ მისამართთან ერთად ადგილმდებარეობების დაფარვაც დაგჭირდეთ, ფრთხილად იყავით", — აფრთხილებს Twitter ხალხს.
კომენტარები