Facebook უკრაინელი მომხმარებლების დასაცავად პროფილების დაბლოკვის ფუნქციას რთავს
Facebook უკრაინაში მყოფ მომხმარებელთა დასაცავად მათთვის პროფილის დაბლოკვის "lock profile" ფუნქციას ააქტიურებს. კომპანია "სპეციალური ოპერაციების ცენტრსაც" ქმნის, რათა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს თვალი ზედმიწევნით ადევნოს.
Meta-ს უსაფრთხოების პოლიტიკის უფროსის, ნათანიელ გლეიჩერის თქმით, პროფილის დაბლოკვა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ერთი დაჭერით კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დამატებით ფუნქციებზე მიიღონ წვდომა. Lock profile-ის გააქტიურებისას უცხო პირები (ყველა, ვინც მომხმარებელს მეგობრებში არ ჰყავს დამატებული) მომხმარებლის პროფილის სურათის გადმოწერას ან გაზიარებას ვერ შეძლებენ. შეუძლებელი იქნება პირად გვერდზე პოსტების ხილვაც.
როგორც კომპანია აღნიშნავს, შესაძლოა, ამგვარი საშუალება განსაკუთრებით დაეხმაროს იმ ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და სხვა პირებს, რომელთაც სამიზნეში ამოღების შედარებით მაღალი რისკი აქვთ.
ამასთანავე, სოციალურმა პლატფორმამ სპეციალური გუნდიც შექმნა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს მიადევნებს თვალს.
"უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის საპასუხოდ სპეციალური ოპერაციების ცენტრი შევქმენით, რათა რეაგირება რეალურ დროში შევძლოთ. იგი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული (მათ შორის უკრაინულენოვანი), რათა სიტუაციას ყურადღებით დავაკვირდეთ და რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ", — აცხადებს გლეიჩერი.
კომენტარები