გიორგი ვაშაძე

17 Feb. 2022, 15:42

რა უბედურება სჭირს ლარს, რატომ ხდება ძალიან მოკლე ვადაში მისი სწრაფი გამყარება და შემდეგ გაუფასურება, ვინ ჩაგვიყო ჯიბეში ხელი? მაინტერესებს და რა მოხდა, რომ ქართული ბიზნესი უმძიმეს დღეში ჩააგდეთ. ელემენტარული დანაზოგი, რომელიც ხალხს ჰქონდა, ისიც კი წაართვით, ფაქტობრივად. ამ ლარის კურსის მანიპულაციით, კიდევ უფრო უზარმაზარი დარტყმა მიაყენეთ ქვეყნის ეკონომიკას. ახლა არ მითხრათ ეროვნული ბანკის საქმეაო, თქვენ ხართ ქვეყნის მთავარი ფინანსისტი და თქვენგან საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებს, რა სჭირს ლარს.

როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, როდემდე უნდა გვეშინოდეს ბაზარში წასვლის, როდემდე უნდა გვეშინოდეს კომუნალური გადასახადების? ძვირდება და ძვირდება ყოველდღიურად ყველაფერი. რომ ამბობთ, რომ ბიუჯეტიო რეკორდულ მაჩვენებლებზე მიდისო, ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ, თქვენგან, როგორც ქვეყნის მთავარი ფინანსისტისგან, გვაინტერესებს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რას აპირებთ იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ფასები ქვეყანაში.

ამ შეკითხვით სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მიმართა, რომელსაც პარლამენტის საათის ფარგლებში უსმენენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…