OpenAI-ის წამყვანი მეცნიერი: შესაძლოა, ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი უკვე გააჩნია
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს დებატები იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტის ცნობიერი. თუმცა, ზოგი მოვლენებს წინ უსწრებს — არიან ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ხელოვნურ ინტელექტს ცნობიერი უკვე გააჩნია. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო დებატები ამ შაბათ-კვირასაც გაიმართა.
OpenAI-ის წამყვანმა მკვლევარმა ილია სუცკევერმა ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია Twitter-ზე დააფიქსირა. ტვიტს დარგის სპეციალისტების გამოხმაურებაც მოჰყვა.
ეს ყველაფერი ხუთშაბათს სუცკევერის ტვიტით დაიწყო. მან განაცხადა, რომ "შეიძლება დღევანდელ კომპიუტერულ ქსელებს ცნობიერება გააჩნიათ, ან ახლა უჩნდებათ". ეს ერთი შეხედვით რიგითი ტვიტია, მაგრამ მას დარგის სხვა ექსპერტებისგან მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა.
UNSW Sidney AI-ის მკვლევრის ტობი უოლშის თქმით, სუცკევერის განცხადება გასაკრიტიკებელია. ეს იმიტომ, რომ მსგავსი განცხადებები სპეკულაციურია და ის საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.
განცხადება დამოუკიდებელმა სოციოტექნოლოგმა იურგენ გეუტერმაც გააკრიტიკა. მან სუცკევერის განცხადებას არარეალური უწოდა. მისი თქმით, ასეთი განცხადებები ხელოვნური ინტელექტის ცნობიერების საკითხს ზედმეტად აქტუალურს ხდის, როდესაც დღეს ეს ასე არ არის და ეს უბრალოდ აჟიოტაჟია.
ასევე: ხელოვნური ინტელექტი — "საოცარი ახალი სამყარო"
ეს მხოლოდ აჟიოტაჟია?
Citi-ს ვიცე-პრეზიდენტმა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა ვალენტინო ზოკამ დაამატა, რომ ხელოვნური ინტელექტი "ჯერ არ არის შეგნებული, მაგრამ, ეს აჟიოტაჟი ტყუილად არ გაჩენილა".
რა თქმა უნდა, განცხადებები, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება არის ან შეიძლება გახდეს შეგნებული, ხალხში შიშებს აღძრავს. თუმცა, ბევრი ექსპერტი დღეს იმასაც ამბობს, რომ ტექნოლოგიები სწორედ ამ გზისკენ მიიწევს. ეს აჩენს შეკითხვას, უნდა ვისაუბროთ თუ არა წინასწარ იმაზე რაც ახლა ჯერ ბოლომდე არც გვესმის.
როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის ცნობიერი? ამაზე ზუსტი პასუხი არც არავის აქვს. თუმცა, იქნებ აი ამ მომენტში ის "იბადება" კიდევაც.
კომენტარები