გამოცდილმა ინვესტორებმა იციან, რომ საუკეთესო დივიდენდ აქცია ის კი არ არის, რომელსაც დღეს მაღალი განაკვეთი აქვს, არამედ ის, რომელიც ზრდის შესაშურ პერსპექტივას აჩვენებს.

ზოგადად, ინვესტირებისას გრძელვადიანი გეგემების დასახვა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმე ფულის დაბანდებას ეხება, აქ დროითი ჰორიზონტის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გაიხედე შორს და შექმენი დაბალანსებული პორტფელი — ეს ანგარიშგასაწევ ინვესტორად გაქცევს და, რაც მთავარია, შემოსავლებს გაგიზრდის.

ამ სტატიაში კომპანია UPS-ის შესახებ გიყვებით, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვს.

United Parcel Service აშშ-ში 1907 წელს დაარსებული მულტინაციონალური კომპანიაა, რომლის ძირითად საქმიანობას გადაზიდვები წარმოადგენს.

UPS-მა კომპანიის არსებობის ისტორიაში დივიდენდის ზრდის რეკორდული მონაცემი აჩვენა და 49%-ით გაზარდა.

როგორ გაიზარდა UPS

ფოტო: UPS / Facebook

ეს კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე — UPS-მა სწორება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე აიღო, რომლებსაც მაღალი შემოსავლები აქვთ. კომპანიამ გააფართოვა მარშრუტები, რაც მიწოდების ჯაჭვის მოქნილობაში დაეხმარა. ბუნებრივია, მსგავსი კონცეფციის კომპანიებისთვის მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გადამწყვეტია.

თუ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ მისი მოგების მოცულობა გაცილებით მზარდია, ვიდრე შემოსავლები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია თითოეული გაყიდული სერვისიდან მოგებაში მეტ თანხას აკონვერტირებს.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ UPS გამოირჩევა მაღალი საოპერაციო მარჟით. საოპერაციო მარჟა აჩვენებს იმას, თუ რამდენ ფულს შოულობს ბიზნესი პროცენტებისა და გადასახდელების გადახდამდე.

კომპანიის საოპერაციო მარჟამ 2021 წელს 13,2% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი გაყიდული 1 დოლარიდან, კომპანიის მფლობელების ჯიბეში დაახლოებით 13 ცენტი წავიდა — გადასახადების გადახდის შემდეგ. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია, რადგან 2021 წელს UPS-მა გამოიმუშავა 97,3 მილიარდი დოლარი გაყიდვებიდან.

კომპანიას 530 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს, რაც მას უმსხვილეს ფირმად აქცევს. UPS-მა გააფართოვა საერთაშორისო ქსელები, რამაც მას კიდევ უფრო მეტი მოგება მოუტანა — ვიდრე შედეგი დადგებოდა, ბევრი ფიქრობდა, რომ კომპანიის ეს სტრატეგია წამგებიანი იქნებოდა.

შესაძლებელია ითქვას, რომ UPS-ის პროგრესი სახეზეა. ამასთან, ის გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მისი უშუალო კონკურენტი — FedEx (FDX).

სტაბილურად მზარდი დივიდენდები

ფოტო: Christine Roy / Unsplash

მაღალი საოპერაციო მარჟა ამ ბიზნესს მეტად მომგებიანად ხდის. ივნისში კომპანიამ დაისახა მიზანი, რომ საკუთარი აქციონერებისთვის დივიდენდის მოცულობა გაეზარდა.

იმის გამო, რომ 2021 წელს კომპანიის მოგებამ ერთ აქციაზე 12,13 დოლარი შეადგინა, UPS-მა კვარტალური დივიდენდი ერთ აქციაზე 1,52 დოლარამდე, ხოლო წლიური დივიდენდი 6,08 დოლარამდე გაზარდა.

კომპანია კაპიტალის რეინვესტირებაზეც აკეთებს სწორებას. UPS გეგმავს, რომ 2022 წელს კაპიტალური ხარჯებისთვის $5,5 მილიარდი გამოყოს, რაც 2021 წლის იმავე მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით მეტი იქნება. კომპანიაში ამბობენ, რომ 2022 წელს კაპიტალური ხარჯების 60%-ს ზრდის პროექტებზე მიმართავენ, რაც ძირითადად, მიწოდების ახალი ცენტრების შექმნაში დაიხარჯება.

UPS-ის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გაზარდოს ბიზნესი, გადაიხადოს დივიდენდი და უკან გამოისყიდოს საკუთარი აქციები.

ანალიტიკოსები ამ კომპანიის პერსპექტიულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ UPS-ს შესწევს ძალა, გაუმკლავდეს 2022 წელს არსებულ გამოწვევებს. გარდა იმისა, რომ კომპანია დივიდენდებს კარგად იხდის, ის საკუთარ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფირმაა.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.

თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებით, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა.