ნორვეგიაში ინგლისური ბულდოგისა და კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის გამრავლება აკრძალეს
რამდენიმე დღის წინ ნორვეგიაში კანონის ძალით აიკრძალა ძაღლების ისეთი ცნობილი ჯიშების გამრავლება, როგორებიც ინგლისური ბულდოგები და კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელები არიან. მიზეზი ძაღლების ამ ჯიშებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემებია.
გადაწყვეტილება ცხოველთა დაცვის ნორვეგიულმა საზოგადოებამ გაასაჯაროვა და მათ მიღებული კანონი იმით დაასაბუთეს, რომ ამ ჯიშების ხელოვნურად გამრავლება ნორვეგიის ცხოველთა კეთილდღეობის აქტს ეწინააღმდეგება.
ცხოველთა დაცვის ნორვეგიული საზოგადოების ხელმძღვანელის, აშილდ როალდსეტის განცხადებით, "ძაღლის ჯიშებში ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ ადრეული მე-20 საუკუნიდანაა ცნობილი. ამიტომ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია კიდეც".
"ათწლეულების განმავლობაში სნეულ ძაღლებს უკანონოდ ამრავლებდნენ. ეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სისტემური და ორგანიზებული ღალატია. ახლა უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ მსგავსი ქმედება კანონის დარღვევაა", — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ინგლისური ბულდოგისა და კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელის ჯიშის ძაღლებს მეტწილად ისეთი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, როგორებიცაა სუნთქვის გაძნელება, მხედველობის გაუარესება, კანის ინფექციები და გულის პრობლემები.
2016 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ინგლისურ ბულდოგებს აკლიათ გამრავლებისთვის აუცილებელი გენეტიკური მრავალფეროვნება. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კონკრეტული ჯიშის ძაღლის გამრავლება გამარტივდა, თუმცა დიდი რისკის ფასად: 102 ჯანმრთელი ძაღლიდან თითქმის 80 გენეტიკურად საგანგაშოდ იდენტურია, რაც ამ ჯიშში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის.
მხოლოდ ცოტა ბულდოგს შეუძლია ბუნებრივად გამრავლება, ამიტომ ძირითადად ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ ხოლმე. ასევე ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ჯიშის ლეკვები სხეულის სხვადასხვა დეფექტით დაიბადონ, ან მოგვიანებით შეექმნათ მძიმე გართულებები.
კვლევის თანახმად, ყველაზე ჯანმრთელი ინგლისური ბულდოგის ლეკვების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც კი 8,5 წელია.
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
კომენტარები