ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა.

ამერიკულმა კიბოს საზოგადოებამ (ACS) ოთხშაბათს გამოაქვეყნა თავისი წლიური მოხსენება კიბოს შესახებ, რომელმაც გამოავლინა, რომ კიბოთი სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი 32 პროცენტით შემცირდა. საუბარია 1991 წლიდან 2019 წლამდე.

როგორც ჩანს, კლება ძირითადად გამოწვეულია ფილტვის კიბოს სიკვდილიანობის შემცირებით. მოხსენების მიხედვით, ადამიანები უფრო მეტხანს ცოცხლობენ ფილტვის კიბოს დიაგნოზის შემდეგ. "ეს იმიტომ, რომ უფრო მეტი ადამიანის დიაგნოზირება ხდება ადრეულ ეტაპზე", ნათქვამია ორგანიზაციის პრესრელიზში.

"კიბოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის დაჩქარებული კლება აჩვენებს პრევენციის, სკრინინგის, ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის ძალასა და ჩვენს საერთო პოტენციალს, შევქმნათ სამყარო, რომელშიც კიბოს საბოლოოდ დავამარცხებთ", — ნათქვამია ACS-ის განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ACS-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიბო კვლავ რჩება სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აშშ-ში გულის დაავადების შემდეგ. მიუხედავად ამისა, მაჩვენებლები იმედისმომცემია.

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ კიბოსთან ბრძოლის მხრივ საზოგადოებასაც შეუძლია ოპტიმისტურად იყოს", — განუცხადა CNN-ს დები შრაგმა, Memorial Sloan Kettering კიბოს ცენტრის სამედიცინო განყოფილების თავმჯდომარემ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.