ღია წერილი YouTube-ის CEO-ს მსოფლიოს ფაქტების გადამმოწმებლებისგან
ფოტო: MDF
მსოფლიოს ფაქტების გადამმოწმებლები YouTube-ს ღია წერილს უგზავნიან და სთავაზობენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შემცირებაში.
"გასულ წელს ჩვენ ვნახეთ კონსპირაციული ჯგუფები, რომლებიც წარმატებით მრავლდებოდნენ და თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საერთაშორისომოძრაობა, რომელიც დაიწყო გერმანიაში, გადავიდა ესპანეთში და გავრცელდა ლათინურ ამერიკაში – ეს ყველაფერი YouTube-ზე მოხდა. ამავე დროს, მილიონობით სხვა მომხმარებელი საბერძნეთსა და არაბულ ქვეყნებში უყურებდა ვიდეოებს, რომლებიც აქეზებდა მათ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ ვაქცინაციისთვის ან ემკურნალათ COVID-19-სთვის ფალსიფიცირებული მედიკამენტებით. გარდა COVID-19-ისა, YouTube ვიდეოები წლების განმავლობაში ავრცელებდა კიბოს მკურნალობის ყალბ მეთოდებს", — ამბობენ ისინი.
წერილის მიხედვით, YouTube მხარს უნდა უჭერდეს დამოუკიდებელ კვლევებს დეზინფორმაციული კამპანიების წარმოშობის, მათი წვდომისა და გავლენის შესახებ, ასევე, ყალბი ინფორმაციის გამოაშკარავების ყველაზე ეფექტურ გზებს. ის ასევე უნდა აქვეყნებდეს მისი მოდერაციის მთლიან პოლიტიკას დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის თაობაზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მის მამოძრავებელ მონაცემებზე.
"თქვენი კომპანიის პლატფორმა აქამდე დეზინფორმაციის შესახებ დისკუსიებს შინაარსის წაშლის ან არწაშლის მცდარი დიქოტომიის ქვეშ განიხილავდა. ამით YouTube ირიდებს შესაძლებლობას, გააკეთოს ის, რაც დანამდვილებით მუშაობს: ჩვენი, როგორც ფაქტების გადამმოწმებლების გამოცდილება, აკადემიურ მტკიცებულებასთან ერთად გვეუბნება, რომ გადამოწმებული ინფორმაციის გამოაშკარავება უფრო ეფექტურია, ვიდრე შინაარსის მთლიანად წაშლა. ამით დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ხაზგასმულია დამატებითი ინფორმაციის საჭიროება, რათა შემცირდეს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პროცესებისთვის საშიში რისკები. რამდენადაც YouTube ნახვების დიდი ნაწილი თავისივე რეკომენდაციის ალგორითმიდან მოდის, YouTube ასევე უნდა დარწმუნდეს, რომ აქტიურად არ არეკლამებს დეზინფორმაციას თავის მომხმარებლებთან და არ სთავაზობს მათ შინაარსს არასანდო არხებიდან", — აღნიშნულია წერილში.
ასევე, ავტორები ამბობენ, რომ გარდა სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად შინაარსის წაშლისა, YouTube-ის ყურადღება უნდა გამახვილდეს კონტექსტით უზრუნველყოფასა და გამოაშკარავების შეთავაზებაზე, რაც მკაფიოდ იქნება დადებული ვიდეოზე ან მიწოდებული დამატებითი ვიდეო შინაარსის სახით. მათი თქმით, ეს შეიძლება მოხერხდეს მხოლოდ კონსტრუქციული და სტრუქტურირებული თანამშრომლობის წამოწყებით, პასუხისმგებლობის აღებითა და ფაქტების დამუკიდებელ გადამოწმებაში სისტემატიური ინვესტიციით.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ პლატფორმამ უნდა იმოქმედოს გამეორებით დამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც ქმნიან შინაარსს, რომელიც მუდმივად არის მონიშნული, როგორც დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, კერძოდ, აუკრძალოს თავის რეკომენდაციის ალგორითმს ასეთი შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წყაროების შინაარსის რეკლამირება.
მათივე განცხადებით, უნდა გააფართოვონ მიმდინარე და მომავალი ძალისხმევა დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ ინგლისურისგან განსხვავებულ ენებში და მიაწოდოს მონაცემები კონკრეტული ქვეყნისთვის და ენისთვის, ასევე ტრანსკრიპციის სერვისები, რომლებიც ყველა ენაზე იმუშავებს.
"COVID-19 პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა. მსოფლიო არაერთხელ დარწმუნდა, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს დეზინფორმაცია და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია საზოგადოების ჰარმონიისთვის, დემოკრატიისა და საზოგადოების ჯანდაცვისთვის; უამრავი სიცოცხლე და საარსებო წყარო მოისპო, ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი დეზინფორმაციის გამო. როგორც ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელი, ჩვენ თვალს ვადევნებთ სიცრუის ყოველდღიურ გავრცელებას ინტერნეტით, და ვხედავთ, რომ YouTube მსოფლიოში ონლაინ დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი არხია. ეს ფაქტების გადამმოწმებელთა მსოფლიო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს", — აღნიშნულია ღია წერილში.
ავტორების თქმით, ისინი ვერ ხედავენ YouTube-ის ძალისხმევას იმისთვის, რომ გაატაროს პრობლემის მოსაგვარებელი პოლიტიკა.
"პირიქით, YouTube საშუალებას აძლევს სხვადასხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, გამოიყენოს პლატფორმა მანიპულირებისა და შეცდენის, საკუთარი ზრახვების ორგანიზებისა და თანხების მოზიდვის იარაღად. ამჟამინდელი ზომები უდავოდ არასაკმარისია. ამიტომ, დაჟინებით მოგიწოდებთ, იმოქმედოთ ეფექტიანად დეზინფორმაციისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ, დასახოთ პოლიტიკის შემუშავებისა და პროდუქტში ჩარევის სამოქმედო გეგმა, რათა გააუმჯობესოთ ინფორმაციული ეკოსისტემა და ამის მისაღწევად ითანამშრომლოთ მსოფლიოს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაციებთან", — ამბობენ ისინი.
ღია წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი მზად არიან და შეუძლიათ დაეხმარონ YouTube-ს, სურვილი აქვთ შეხვდნენ და ერთად იმსჯელონ ამ საკითხებზე, რათა იპოვონ თანამშრომლობის გზები.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები