ძლიერი ქალების ამბავი...
მცირე რესურსით, თუმცა დიდი მიზნისთვის წლების წინ დაწყებული საქმე, დღეს წარმატებულ საწარმოდ იქცა და 26 ძლიერი ქალი გააერთიანა. ერთი შეხედვით ამბიციურ განაცხადს, საფუძველი თავიდანვე მკვეთრად გამოხატული ჰქონდა — შექმნილიყო სამკერვალო, რომელიც ლიდერი ქალების სამჭედლოდ იქცეოდა. ასეც მოხდა. სოციალური საწარმო "ლიდერი" დღეს, შიდა ქართლში მცხოვრები, სოციალურად მოწყვლადი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაზე ზრუნავს. როგორც "ლიდერის" დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიყვება, პრიორიტეტი თავიდანვე ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება იყო.
"ჩვენი საწარმო ქალაქ გორში მდებარეობს. ვაწარმოებთ ბავშვის სამოსს, უნიფორმებს, ვიღებთ კორპორატიულ შეკვეთებს. ვინც ჩვენთან მოდის, 3 თვის ვადაში ვასწავლით პროფესიას — ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, დიზაინს ან სოციალურ მედია მენეჯმენტს. შემდეგ პირდაპირ ვასაქმებთ ჩვენთან. სამკერვალოში მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველები, ძალადობის მსხვერპლები, დევნილები, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები, რომელთა სოციალური მდგომარება საკმაოდ მძიმეა. მოკლედ, იმ ქალებს ვაძლიერებთ, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდებათ. ახლაც შეგვიძლია 2 მსურველი მივიღოთ, გადავამზადოთ და შემდეგ დავასაქმოთ ჩვენს საწარმოში" — ნინო გიორგაძე, "ლიდერის" დამფუძნებელი.
საწარმომ წელს ახალი სოციალური მიზანი დაისახა. ტექსტილის გადამუშავება, ნულოვან ნარჩენებამდე დაყვანა და სრულად გამოყენება, არამხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა საწარმოებიდანაც. შედეგად იქმნება ახალი პროდუქტი — ბალიშები, შინაური ცხოველებისთვის სათავსოები, სამოსი ან აქსესუარები.
"წელს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად გავზარდეთ წარმადობა. ბევრი ადამიანი დავასაქმეთ, და ახალი სოციალური მიზანიც სწორედ ამიტომ დავიმატეთ, თუმცა ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი, გავიდეთ ექსპორტზე და გავაფართოვოთ ჩვენი სოციალური მისია და გეოგრაფიული არეალიც, მოვიცვათ მეზობელი მუნიციპალიტეტები დავეხმაროთ ქალებს და გავაძლიეროთ ისინი იმიტომ, რომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას და უფრო ძლიერ რეგიონს. გვინდა, გავაფართოვოთ წარმოება და გაზრდილი შემოსავლით ჩვენი სოციალური მიზნები გავზარდოთ" — ნინო გიორგაძე.
მიზნების მისაღწევად მარტო ბრძოლა აღარ მოუწევთ. პატარა სოციალური საწარმო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას დაუმეგობრდა. „ლიდერი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბურ კამპანიაში ჩაერთო, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს ერთ პლატფორმაზე www.tegetacare.ge აერთიანებს და ყველა მსურველს თანაბრად აძლევს საშუალებას საკუთარი წვლილი მწვავე პრობლემების მოგვარებაში შეიტანოს.
გარდა ამისა, თეგეტა "ლიდერის" თანამშრომლების განვითარებაზეც იზრუნებს.
"ჩვენ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა "იზრუნეს" კამპანიაში, რომელიც გულისხმობს ჩვენთან დასაქმებული ქალებისთვის დამატებით საკერავი მანქანების შეძენას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს საწარმოში. გარდა ამისა, თეგეტამ თანამშრომელთა გადამზადებისათვის ტრენინგებიც შემოგვთავაზა. მათი გამოცდილების და ცოდნის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისთვის. ჩვენს საჭიროებებზე მორგებული კურსი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გულისხმობს და ძალიან დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში განვითარებაში, წინსვლაში და მომხმარებელთან სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში. სოციალური მიზანიც ასეთი დიდი კომპანიების პატარა კომპანიებთან თანამშრომლობით ძალიან ეფექტურად მიიღწევა" — ნინო გიორგაძე.
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები