ვინ არის ჯანდაცვის ახალი მინისტრი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი დანიშვნის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. აზარაშვილის წარდგენისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ მის მენეჯერულ უნარებში თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დარწმუნდა. აზარაშვილმა ჯანდაცვაში სწორედ თავდაცვის სფეროდან გადაინაცვლა. აქამდე იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
სამინისტრის ვებ-გვერდზე აზარაშვილის შესახებ ვკითხულობთ, რომ მინისტრის მოადგილეობამდე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტასა და თბილავიამშენის გენერალური დირექტორი, უფრო ადრე კი ტერაბანკის კომერციული დირექტორი იყო. აზარაშვილის ბიოგრაფიაში ვერ ვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც მის ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას ან ამ კუთხით კომპეტენციას დაადასტურებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს არც არის აუცილებელი. დავითაშვილის თქმით "ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო" და ამ უწყების მინისტრის მანდატი ბევრად ფართო მუშაობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, დავითაშვლი ფიქრობს, რომ აზარაშვილი ამ თანამდებობაზე მენეჯერული უნარებისა და გამოცდილების გამო დაინიშნა.
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკონომიკურ და ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილებას უწონებს და აცხადებს, რომ "რაც უფრო მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე, ეს მართლაც წარმატების საწინდარია".
აღსანიშნავია, რომ აზრაშვილის წარდგენისას ღარიბაშვილმაც ძირითადად მის მენეჯერულ თვისებებზე გააკეთა აქცენტი, ჯანდაცვის სფეროსთან მისი შემხებლობის შესახებ კი მხოლოდ ის თქვა, რომ "იგი არის გაზრდილი ექიმის ოჯახში". პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აზარაშვილი 5 შვილის მამა და "უაღრესად წესიერი" ადამიანია.
ზურაბ აზარაშვილს ნამდვილად აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ტერაბანკის გარდა იგი მუშაობდა კორ სტანდარტ ბანკში, თიბისი ბანკსა და ქართუ ბანკში. 2003-2005 წლებში იგი ქართუ ბანკის პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი იყო, იქამდე ერთი წლის განმავლობაში კი ამავე ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტად მუშაობდა.
აზარაშვილს განათლებაც სწორედ მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით აქვს — 1995-1999 წლებში ESM ბიზნეს სკოლა დაასრულა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, 2007-2009 წლებში კი იგივე უნივერსიტეტის იგივე ფაკულტეტის მაგისტრატურა. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ზურაბ აზარაშვილმა ფინანსური დეკლარაცია ბოლო მიმდინარე წლის 17 აპრილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს მან $40 000 შეიძინა 500 კვ. მ მიწის ნაკვეთი და 123,9 კვ. მ ფართობის სახლი თბილისში. დეკლარაციის მიხედვით ბინას ფლობს ზურაბ აზარაშვილის უფროსი შვილი, მარიამ აზარაშვილიც, რომელიც 19 წლისაა. გასულ წელს მარიამ აზარაშვილმა საჩუქრად მიიღო 133 კვ. მ ფართობის ბინა თბილისში, საბურთალოზე, თუმცა დეკლარაციაში არაა მითითებული ვინ აჩუქა მას ბინა. გარდა, ამისა, 2019 წელს, 17 წლის ასაკში მარიამ აზარაშვილმა 54 000 ლარად შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა პრადო.
დეკლარაციის შევსების პერიოდში აზარაშვილს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 15 000 ლარი და $5 000. ორივე მათგანის წყაროდ "ავტომანქანის რეალიზაციაა" მითითებული. ამავე პერიოდში, ზურაბ აზარაშვილს საქართველოს ბანკსა და ტერაბანკში რამდენიმე მიმიდინარე ანგარიში ჰქონდა. თითოეულზე სხვადასხვა ოდენობის თანხაა მითითებული, მათ შორის ყველზე მეტი — 23 594,08 ევრო საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ანგარიშზე ერიცხება. დეკლარაციის მიხევდით, 2020 წლის განმავლობაში აზარაშვილმა საკუთარ ძმისგან არაერთხელ ისესხა გარკვეული ოდენობის თანხა (საუბარია 5, 10 და 15 ათას ლარზე) და დაუბრუნა უკან. იგივე ტრანზაქციებია მითითებული მეგობრის შემთხვევაშიც, რომლის ვინაობა დაზუსტებული არ არის.
დოკუმენტში, ასევე, მითითებულია, რომ ზურაბ აზარაშვილმა თავდაცვის სამინისტროსგან საჩუქრად იარაღი მიიღო, რომლის ღირებულებაც 2 500 ლარია.
რაც შეეხება, სახელფასო ანაზღაურებას, 2020 წლის 10 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიდოში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტას დირექტორობიდან 58 362,47 ლარი მიიღო. პარალელურად აზარაშვილი თბილავიამშენის გენერალური დირექტორიც იყო, საიდანაც 2020 წლის 24 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 46 199,26 ლარის ანაზღაურება მიიღო.
2020 წლის 1 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით იგი ანაზღაურებას ტერაბანკის კომერციული დირექტორად მუშაობისთვის იღებდა, სადაც არასრული 10 კვირის განმავლობაში 174 870,14 ლარი. ანუ, გამოდის, ტერაბანკში მუშაობის პერიოდში აზარაშვილის თვიური ანაზღაურება დაახლოებით 70 000 ლარი იყო. საინტერესოა, რა მოტივაცია ჰქონდა აწ უკვე ჯანდაცვის მინისტრს, როცა კერძო სექტორიდან საჯარო უწყებაში სამუშაოდ გადავიდა, სადაც მისი ანაზღაურება დაახლოებით 11-12-ჯერ ნაკლები — 6 000 ლარამდე იყო. თუ ამას დავუმატებთ თბილავიამშენის დირექტორობიდან მიღებულ შემოსავალს, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, დაახლოებით 5 600 ლარი გამოდის, ჯამში აზარაშვილის ანაზღაურება საჯარო სექტორში გადასვლის შემდეგ თვიურად დაახლოებით 12 000 ლარამდე იყო, თუმცა ეს თანხაც ბევრად ჩამორჩება მის ხელფასს ტერაბანკში.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები