ფემინისტები ლექტორის მხრიდან სტუდენტისადმი შესაძლო სექსუალურ ძალადობას ეხმაურებიან
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი სტუდენტის მიმართ განხორციელებულ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ისინი გაზეთ ბათუმელების სტატიაში გაშუქებულ ამბავს ეხმაურებიან.
სტატიაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი პროფესორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
"ის ფაქტი, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი ალაპარაკდა, მოძალადეს უჩივლა და საქმის დეტალები მედიის საშუალებით გაასაჯაროვა, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ამ საქმის მიჩუმათება და ყურადღების მიღმა დატოვება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობაა" - აცხადებს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი და დასძენს, რომ ქალზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტი მედიამ სერიოზულად არ აღიქვა.
მომხდარის ანალიზი ფემინისტური პერსპექტივიდან:
"დოქტორანტის თქმით მეცნიერ-ხელმძღვანელმა მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება რამდენჯერმე სცადა. უნდა აღინიშნოს, რომ დოქტორანტმა ფაკულტეტის დეკანს მიმართა თხოვნით, რომ შეეცვალათ მისთვის მეცნიერ-ხელმძღვანელი, მაგრამ უარი მიიღო. დოქტორანტი ასევე საუბრობდა წნეხზე, რომელსაც მასზე დეპარტამენტის თანამშრომლები ახორციელებდნენ, რათა მას უკან გამოეთხოვა უშუალოდ რექტორისთვის გაგზავნილი წერილი.
ვინაიდან, უნივერსიტეტებს აქვთ ვალდებულება სტუდენტს შესთავაზონ უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს არ შეუშლის მათ განათლების მიღებაში, აუცილებელია უნივერსიტეტს გააჩნდეს ისეთი შიდა რეგულაციები, რომელიც დაიცავს სტუდენტს პროფესორის მხრიდან სექსუალური შევიწროებისგან. ამ შემთხვევაში, ცალსახად ვხედავთ, რომ სტუდენტი არ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ, მისი ინტერესები უგულებელყოფილ იქნა (ის ითხოვდა ხელმძღვანელის შეცვლას) და მას შეუქმნეს მტრული სამუშაო/სასწავლო გარემო.
უნდა გავითვალისწინოთ, პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობებს შორის არსებული ძალაუფლებრივი დისბალანსი. პროფესორს გააჩნია უფლებამოსილება სტუდენტი შეაფასოს, ჩაჭრას, წაახალისოს, ა.შ. შესაბამისად სტუდენტის სექსუალური შევიწროება და სექსუალური ძალადობა წარმოადგენს ამ უფლებამოსილების (ძალაუფლების) ბოროტად გამოყენებას. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ვალდებულებაა უზრუნველყოს სტუდენტის სამართლიანი შეფასება. სექსუალური ძალადობის თუ შევიწროების მოთმენის სანაცვლოდ მიღებული შეფასება და დაწინაურება კი არღვევს ამ სამართლიანობის პრინციპს.
ამ შემთხვევაში, ასევე, ვხედავთ ნდობის დარღვევის ნიშნებს. სტუდენტს ხშირად უჩნდება პატივისცემისა და ნდობის გრძნობა ნაშრომის/დისერტაციის ხელმძღვანელის, ლექტორისა თუ მენტორის მიმართ. სექსუალური ძალადობა/შევიწროება კი ამ ნდობის და პატივისცემის ბოროტად გამოყენებაა.
რაც შეეხება თანხმობას, ამგვარი ძალაუფლებრივი დისბალანსის ფონზე, რთული დასადგენია რამდენად არის ეს თანხმობა ინფორმირებული და დამოუკიდებელი გარეშე ფაქტორების გავლენისგან, ამასთან, სწორედ შესაძლო შემვიწროებელსა და მსხვერპლს შორის არსებული იერარქიული თუ სხვაგვარი დამოკიდებულება აქცევს მას იძულებით პრაქტიკად, სექსუალური კავშირის შეთავაზებაზე შესაძლო თანხმობა, მაშინაც კი როცა ის არასასურველია, გარკვეულ შემთხვევებში მისი გარდაუვალი შედეგია, რაც არ აცლის ქმედებას ძალმომრეობით ხასიათს და არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს პირის ბრალეულობას.
ბათუმელებში გამოქვეყნებულ ინტერვიუში პროფესორი ცდილობს მსხვერპლის დამცირებას და დადანაშაულებას. პროფესორი ამბობს, რომ სტუდენტმა “დაიჟინა, დაიჟინა, მეც მინდა წამოსვლა”-ო, ამგვარად პროფესორი მიგვანიშნებს, რომ თურმე მისი სტუდენტი პასიური მსხვერპლის ნაცვლად, მოქმედი აქტორია: თითქოს იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი გამოიჩენდა წასვლის სურვილს, მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობა ნაკლები წონისა იქნებოდა. შესაბამისად, პროფესორი "რესპექტაბელური" ქალის პატრიარქალურ მოდელს იყენებს, რათა სტუდენტის დისკრედიტაცია მის არაპასიურ ქმედებაზე ხაზგასმით მოახდინოს. თუმცა, როგორც არ უნდა სცადოს იერარქიულად მაღლა მდგომმა, უპირატეს პოზიციაში მყოფმა პროფესორმა სტუდენტის ღირსების ეჭვქვეშ დაყენება, ფაქტია, რომ კონფერენციაში თუ ექსპედიციაში მონაწილეობის სურვილი სტუდენტს სექსუალური ძალადობის/შევიწროების რისკქვეშ არ უნდა აყენებდეს.
სტუდენტი-მსხვერპლი ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა იმ პირების მხრიდან, ვინც მას არწმუნებდა წერილი უკან გამოეთხოვა. მსხვერპლი განიცდის წნეხს საზოგადოების იმ წევრებისგან, რომელიც მას ადანაშაულებს და არცხვენს, რადგან სექსუალური ძალადობის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მოძალადესთან ერთად პასუხისმგებელი არის საზოგადოებაც და ის ინსტიტუციებიც, რომლებიც თუნდაც პასიურად მხარს უჭერენ სექსუალური ძალადობის/შევიწროების პრაქტიკებს და ამგვარად წვლილი შეაქვთ მსხვერპლის ჩაგვრაში".
მომხდარის სამართლებრივი მხარე:
"ჩვენთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე აჭარის პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის 3 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით სექსუალური კავშირის იძულებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლს დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული, რაც ხელს უშლის მის უფლებადამცველებს გამოითხოვონ და შეაფასონ გამოძიების მიერ აქამდე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი რელევანტურობა.
გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახად იკვეთება მსხვერპლის დადანაშაულების მცდელობები, ასევე, დანაშაულის დაფარვისა და მისი გახმაურებისათვის ხელშეშლის ფაქტები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა მიუკერძოებლად, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყონ საქმის ობიექტური გამოძიება და ქმედებისათვის საბოლოო კვალიფიკაციის მისადაგება".
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას:
- ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად შეისწავლოს ზემოაღნიშნულ საქმეში სქესობრივი კავშირის იძულების შესაძლო ფაქტი.
საქართველოს სახალხო დამცველს:
- შეისწავლოს ზემოთხსენებული საქმე და მოახდინოს დანაშაულის გამოძების პროცესში სამართალდამცავი უწყებების მოქმედებების მონიტორინგი. ამასთან, საქმეში უკვე არსებულ მასალებზე დაყრდობით მოამზადოს დასკვნა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს შესაბამისი რეაგირების განხორციელებისათვის.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს:
- მოვითხოვთ დადგეს პატრიარქალურ ღირებულებეზე მაღლა, და ოფიციალური გამოძიების გარდა, უზრუნველყოს აღნიშნული საქმის შესწავლა, განახორციელოს პროფესორის შესახებ მოკვლევა და მისი ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს მისთვის ადეკვატური დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ შორის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება.
ჯგუფი მოუწოდებს აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს:
- აღნიშნული ფაქტი არ დატოვოს ყურადღების გარეშე, გამოეხმაუროს და დაგმოს ის საჯარო განცხადებით.
საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას:
- შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების/ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მექანიზმები და დანერგონ დამოუკიდებელი მონიტორინგის პრაქტიკა.
- უზრუნველყონ ამ მექანიზმების შესახებ პროფესორების, ადმინისტრაციისა და სტუდენტების სისტემური ინფორმირება.
- მიიღონ ყველა ზომა სტუდენტებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ეფექტიანი გზების გამონახვა, რათა დავუპირისპირდეთ უნივერსიტეტებში არსებულ პატრიარქალურ გარემოს, რომელიც ხელს აფარებს მოძალადეებს და ამით ლეგიტიმაციას უკეთებს სტუდენტ ქალებზე სექსუალურ ძალადობა/შევიწროებას" - აცხადებს ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები არიან:
- ქალთა მოძრაობა
- კავშირი “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (ვისგი)
- პლატფორმა ‘ქალები საქართველოდან’
- საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
- ქალთა მზერა
- აუდიტორია 115
- უხილავი შრომა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
კომენტარები