სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ახალგაზრდებში
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოცხადებული. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ კეთილდღეობაში. გამომდინარე აქედან, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა, გარდა აივ/შიდსის საკითხებისა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ვებინარების და უფასო კონსულტაციების გზით. გთავაზობთ ფსიქოლოგ მაია ჯიბუტის პუბლიკაციას აღნიშნული თემის მნიშვნელობაზე.
ფოტო: theodysseyonline.com
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის განუყოფელი და წამყვანი ასპექტია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. სექსუალობა გავლენას ახდენს ადამიანების აზრებზე, გრძნობებზე, ქმნის მოტივაციას იმისთვის, რომ ადამიანებმა იპოვონ საყვარელი ადამიანი, სითბო და ინტიმური ურთიერთობები. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა განსაზღვრავს ადამიანის ისეთ მთავარ ღირებულებებს, როგორიცაა: სიყვარული, გამრავლება, ოჯახი, კომუნიკაცია, სიამოვნება, ინტიმურობა, გენდერული იდენტობა, სოციალური ურთიერთობები, პიროვნების განვითარება და სხვა. ახალგაზრდებს უფლება აქვთ მიიღონ სანდო, მეცნიერულად დასაბუთებული და ამომწურავი ინფორმაცია სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.
1970-იან წლებში, ევროპის რიგ ქვეყნებში სასკოლო პროგრამებში დაინერგა სექსუალური განათლება. ამის შემდეგ, მშობლები, რელიგიური ლიდერები და პოლიტიკოსები ბევრს კამათობდნენ. ხშირად, ძალიან პოლარიზებულ დებატებშიც კი შედიოდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ასაკში უნდა ესწავლათ მოსწავლეებს აღნიშნული საკითხები სკოლებში. საქართველოში, სასკოლო სტანდარტებში ასახულია რიგი საკითხები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, თუმცა, ამ თემების სწავლება დღემდე მგრძნობიარე საკითხად რჩება და საზოგადოებაში ჰყავს ანტაგონისტურად განწყობილი მხარეც. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას სკოლის ფორმალურ გარემოში ბევრი მომხრეც ჰყავს — როგორც მშობლების, ახალგაზრდების, ასევე, ზოგიერთი დაინტერესებული და რაციონალურად მოაზროვნე ადამიანების სახით.
ზოგადად, რა იგულისხმება და მოიაზრება სექსუალურ განათლებაში? ბევრ ოპონენტს ჰგონია, რომ სექსზე საუბარი. მათ გასაწბილებლად უნდა ითქვას, რომ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები ბევრად ფართო ცნების მატარებელია და მოიცავს ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებსა და სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს. მისი სწავლება ემსახურება ორ ძირითად მიზანს: პირველი -—ახალგაზრდებში აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკას, აბორტისა და არასასურველი ორსულობის პრევენციას და ბავშვებში სექსუალური ძალადობის აღკვეთას; მეორე — სექსუალური განათლებას, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანების კეთილდღეობას, ცხოვრების ხარისხისა და ურთიერთობების გაუმჯობესების გზით.
ახლა კი, ვისაუბროთ იმაზე, რა სარგებლობა მოაქვს სქესობრივ განათლებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის.
- უვითარებს იმ ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, რომლებიც სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანებად;
- მათ ექნებათ შესაძლებლობა ცხოვრებისეულ გამოწვევებს უპასუხონ დამაჯერებლად;
- რაც მეტი ეცოდინებათ ახალგაზრდებს საკუთარი სხეულის, შეგრძნებების, ემოციების შესახებ, მით უფრო ადვილად გაართმევენ ცხოვრებისეულ პრობლემებს თავს;
- ჩამოუყალიბდებათ მოვალეობები და პასუხისმგებლობები საკუთარ ქცევაზე;
- ახალგაზრდებს ეცოდინებათ, როგორ დაიცვან საკუთარი თავი და სხვებიც იმ ქმედებებისაგან, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი და სახიფათო შედეგები;
- არ შელახავენ და დაარღვევენ სხვა ადამიანების უფლებებს.
შესაძლოა, დაინტერესდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, კონტრაცეფცია და აბორტი.
ახალგაზრდა ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ჩნდება და ვლინდება დიდი ინტერესი სქესობრივი კავშირის მიმართ. მოზარდები უნდა იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადრეულ ასაკში ორსულობას და მშობიარობას, აბორტს, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს და სხვა. თუ ახალგაზრდა არ არის მომზადებული და კარგად ინფორმირებული სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანმრთელობის რისკებიც შესაბამისად მატულობს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რატომღაც სპეციალისტები ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე ნაკლებად საუბრობენ. სამწუხაროდ, დღემდე ტაბუდადებულ თემებად რჩება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ფართო საზოგადოებისთვის, რის გამოც, უამრავი ადამიანი იტანჯება და განიცდის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ახალგაზრდა ადამიანები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში არიან შესაბამისად მომზადებულები სქესობრივი ცხოვრებისათვის. ინფორმაციის დეფიციტის გამო, ისინი პოტენციურად მოწყვლადი არიან ძალადობისა და შეურაცხყოფის, ასევე არასასურველი ორსულობის, აივ-ის და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების მიმართ. ბევრი ახალგაზრდა ისე გადადის ზრდასრულ ასაკში, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო და დამაბნეველი ინფორმაცია აქვს სექსუალობისა და გენდერული საკითხების შესახებ. ხშირად, ახალგაზრდა ადამიანებს ერიდებათ ღიად ისაუბრონ და განიხილონ სექსუალური საკითხები, იმ ფონზე, როდესაც ამას უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება ზრდასრული ადამიანების, მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან. არადა, ასეთი დისკუსიები და საუბრები განსაკუთრებით საჭიროა ახალგაზრდებისათვის.
თუ ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც ახალგაზრდებს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვთ, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ახალგაზრდები და გავაუმჯობესოთ მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტატუსი. შემდეგ, აუცილებელია, მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაბამისი სერვისები, რომელიც მოიცავს:
- სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ სწორ ინფორმაციას;
- კონტრაცეფციის მეთოდების დიაპაზონის შესახებ ინფორმაციას;
- ხარისხიან კონსულტირებას, მეანურ და ანტენატალურ ზრუნვას ყველა ორსულისთვის;
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის პრევენციასა და მართვას;
- ახალგაზრდებისათვის ცხოვრებისეული უნარების განვითარების შესაძლებლობების მიცემას;
- იმის უზრუნველყოფას, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ორსულობის და აივ ინფექციის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის საშუალებებისადმი;
- უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, რომელიც არ მოახდენს ახალგაზრდების დისკრიმინაციას და არ შეზღუდავს მათთვის სერვისების ხელმისაწვდომობას.
დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ სექსუალური განათლება, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ხელმისაწვდომობა ახალგაზრდებში შეამცირებს სარისკო ქცევებს. ისინი ცხოვრებისეულ საკითხებს მეტად გაცნობიერებულად მიუდგებიან, იქნებიან ჰარმონიულად საკუთარ თავთან, დაიცავენ და პატივს სცემენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვების უფლებებს.
შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს წარმომადგენლობა 2018 წლიდან აქტიურად საქმიანობს აივ ინფექცია/შიდსთან ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით. 2020 წელს, თბილისში გაიხსნა "AHF საქართველოს" ტესტირების ცენტრი, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების საშუალებით, უფასოდ ხორციელდება აივ-ზე სწრაფი, მარტივი და ანონიმური ტესტირება ნებისმიერი მოქალაქისთვის. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი საინფორმაციო მასალის მომზადება-გავრცელებას, კონსულტაციების და ვებინარებს ჩატარებას აივ ინფექცია/შიდსისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათი პრევენციის და პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ.
უფასო და ანონიმური ტესტირების და უფასო კონსულტაციისთვის აივ/შიდსზე, სგგი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მიმართეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრს, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#37დ. ან დაგვიკავშირდით freehivtest-ge.org.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები