ეთერ კაპანაძემ საკუთარი იხვების ფერმის — კოკორინას გაფართოებისთვის 150 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
ყველა განსხვავებული იდეა თავდაპირველად სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს ადამიანებში, თუმცა თუ მის ავტორს სჯერა საკუთარი წარმატების, ადრე თუ გვიან ამაში გარშემომყოფებიც დარწმუნდებიან. ასე მოხდა ეთერ კაპანაძის შემთხვევაშიც, რომელმაც საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა იხვის ფერმა და დღეს უკვე Shark Tank-ის გამარჯვებულია.
"სამსახურიც მქონდა, რამდენიმე ჰობიც, ოჯახიც, თუმცა გარკვეული თავისუფალი დრო მაინც მრჩებოდა. სოფლის სახლის ეზოს ბოლომდე ვერ ვიყენებდით, ამიტომ ახალი საქმიანობის წამოწყება გადავწყვიტე. ერთ დღესაც ძალიან საინტერესო სიუჟეტს წავაწყდი იხვების შესახებ და მაშინვე მივხვდი, რომ ამ საქმისთვის უნდა მომეკიდებინა ხელი. თავდაპირველად, ყველასგან სკეპტიკური დამოკიდებულება მივიღე, თუმცა ჩემი იდეის მჯეროდა და 100 იხვის ჭუჭული შევიძინე. ნელ-ნელა ვსწავლობდი მათ მოვლას, საქმიანობას ყოველდღე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობდი. პირველი წარმატება მაშინ მოვიდა, როდესაც 30 ფრთის გაყიდვა დამჭირდა, რადგან ფიზიკურად მათი ადგილი სახლში აღარ იყო. 1 დღეში ყველა გაიყიდა და მივხვდი, რომ ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყებოდა", — გვიყვება ეთერი.
ამჟამად ფერმაში უკვე 400 ფრთა იხვი ჰყავს, აქტიურად ყიდის კვერცხს, რომელიც ორჯერ უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ქათმის კვერცხი და ასევე საკონდიტრო საქმიანობაშიც აქტიურად გამოიყენება. 2.5 წლის განმავლობაში იხვის ხორცი საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და ეთერ კაპანაძის ფერმამაც ამ საქმეში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
"ამ დროისთვის უკვე გვყავს არაერთი მომხმარებელი მათ შორის, როგორც ფიზიკური პირი, ისე კაფე-რესტორანი. სეზონზე იხვის ჭუჭულებსაც ვყიდით, შეგვიძლია ცოცხალი იხვის და კვერცხის გაყიდვა", — ამბობს ეთერი.
როგორც თავად გვიყვება, პროდუქციას ძირითადად ონლაინ ყიდის. დროთა განმავლობაში მისი საქმიანობით არაერთი ტელევიზია დაინტერესდა, მათი სიუჟეტების წყალობით კი ეთერის იხვის ფერმა მთელმა საქართველომ გაიცნო. გარდა ამისა, ეთერი ცდილობს, რომ იხვები მაქსიმალურად ბუნებრივი საკვებით გაზარდოს, რაც პროდუქტის ხარისხს აუმჯობესებს. ნელ-ნელა ერთგული მომხმარებლებიც შეიძინა და გადაწყვიტა უფრო მეტად გაფართოებულიყო.
"სანამ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას, უკვე იმდენად გავფართოვდით, რომ ყველა საქმეს ჩემი რესურსი აღარ ჰყოფნიდა. მჭირდებოდა შეძლებული და გამოცდილი პარტნიორი, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დამეხმარებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ Shark Tank ამაში ხელს შემიწყობდა და ასეც მოხდა. 150,000 ლარის სანაცვლოდ 30%-იანი წილის გაყიდვას დავთანხმდი. იდეით მენი ბენეში დაინტერესდა, რომელმაც ყველანაირი პირობა დამიკმაყოფილა და სამომავლოდ ხანგრძლივი თანამშრომლობა შემომთავაზა, მეც მაშინვე დავთანხმდი", — ამბობს ეთერი.
მისი თქმით, მოზიდული თანხით ინკუბატორების შეძენას აპირებს, რათა მომავალში იხვის რაოდენობა 5-10 ათასამდე გაიზარდოს, რასაც ახალი შენობაც დასჭირდება.
"უამრავი რუტინული საქმიანობა დაგროვდა, რომელსაც მხოლოდ ჩემი რესურსი აღარ ჰყოფნის, ამიტომ სამომავლოდ ადამიანების დასაქმებასაც ვგეგმავთ. დარწმუნებული ვარ, რომ იდეა გაამართლებს. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ასეულ მომხმარებელს მოვემსახურეთ, უკვე 2 სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ვყიდით ჩვენს პროდუქტს და გაჩერებას არ ვაპირებთ. ამ პროექტის დახმარებით ჩემი იდეის უკვე ყველას სჯერა, რაც ძალიან მახარებს", — ამბობს ეთერი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იხვის ხორცი დასავლურ სამზარეულოში გამოიყენება, ის ბაზრისთვის მაინც ახალ პროდუქტად ითვლება. შედარებით განსხვავებული სიტუაციაა გლობალურ ბაზარზე, სადაც ბაზრის ზომა 2021-2024 წლებში სავარაუდოდ, 1.31 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად იმატებს ხორცზე და ხორცპროდუქტებზე მოთხოვნაც, რაშიც იხვის ხორციც მოიაზრება. Statista-ს ინფორმაციით, 2025 წლისთვის გლობალური ხორცის ბაზრის ზომა 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს, რაც უდიდეს შესაძლებლობას ნიშნავს ტრადიციული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე შარქ თენქ საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ — Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები