რა თქვა სააკაშვილმა რუსთავის ციხიდან გაყვანასა და გლდანის ციხეში შეყვანაზე
სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მე-18 დაწესებულებიდან გლდანის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანის დეტალებზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ გაყვანისას მოატყუეს, შემდეგ კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
რა თქვა რუსთავის ციხიდან გაყვანაზე
სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს მნახველები არ შეუშვეს და ეს სხვადასხვა მიზეზით ახსნეს. მოგვიანებით კი მასთან ციხის უფროსი შევიდა და უთხრა, რომ მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, თუმცა დაინტერესების მიუხედავად, არ უთხრა, ზუსტად რომელ კლინიკაში გადაყავდათ ის.
"მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ მატყუებდნენ. შემდეგ, შემოდის ჩემს საკანში ციხის უფროსი და მეუბნება, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, გადაყავხართ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. მე ვუთხარი, მითხარით, სად არის ეს კლინიკა. მან მითხრა, რომ სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კარგი კლინიკაა. მე ვუთხარი, მინდა ვიცოდე, ზუსტად რა კლინიკაა, შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვითო. მაგრამ, ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ.
ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, ჩაალაგე, ყველაფერს გამოგიგზავნით დანარჩენს და წადი იქ. ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში. მიმიყვანეს, როგორც ცნობილია, გლდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, იმიტომ რომ არ იყო გაღებული სასწრაფო დახმარების [მანქანის] კარი, როგორც კი შევიდა, ატყდა ჩემი სახელის ძახილი ეგრევე. არავინ არ იცოდა, რომ იქ მივდიოდი, ყველას ეგონა, რომ ეს იყო გორის ჰოსპიტალი. ამათ რატომღაც იცოდნენ", — ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ 9 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კადრები გაავრცელა იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილმა რუსთავის ციხე თავისი ნებით დატოვა. ჯერ კიდევ კადრების გავრცელებამდე, ომბუდსმენი სააკაშვილზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ის მოატყუეს.
რა თქვა გლდანის ციხეში შეყვანაზე
სააკაშვილის თქმით, როგორც კი გლდანის მე-12 დაწესებულებაში მიიყვანეს, მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ არავის ჰქონდა მისი ნებართვის გარეშე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის უფლება, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მაინც გადაიყვანდნენ. ამის ამსახველი კადრებიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.
მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ მიმართავდნენ უხეში რეპლიკებით, გარეთ კი პატიმრების ყვირილი, გინება და ლანძღვა ისმოდა. ამის შემდეგ, სააკაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანიდან მე-12 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეყვანის შესახებ ყვება.
"მე ძალით გადმომათრიეს მანქანიდან. როდესაც ვცადე ხელიდან დასხლტომა, ძალიან ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობები, კისერში ჩაწვდომა, გამაძრეს ფეხსაცმელები, გამაძრეს ზედა ტანსაცმელი და შემომახიეს ნაწილი. ასე შიშველი ამიყვანეს ცემა-ტყეპით და გინებით. დამაგდეს პალატაში, სადაც პირველი მცდელობა იყო ჩემი ნებართვის გარეშე აეღოთ ჩემი ანალიზები, რაზეც ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია დაწესებულების ექიმებს", — აცხადებს ის.
უწყებას ციხეში იძულებით შეყვანის ამსახველი კადრებიც აქვს გავრცელებული. როგორც მაშინ იუსტიციის მინისტრი ამბობდა, ამის გავრელების მიზანი იყოს ის, რომ დაემტკიცებინათ საკაშვილი პირდაპირ შეიყვანეს შენობაში და გარეთ არ უტარებიათ.
რა თქვა გლდანის არაადამიანურ მოპყრობაზე
მესამე პრეზიდენტის თქმით, მე-12 დაწესებულების პალატა, რომელშიც ის შეიყვანეს, რეალურად საკანი იყო, სადაც იდგა საწოლი და არ იყო ზარიც კი, რისი საშუალებითაც ის საჭიროების შემთხვევაში ექიმებს დაუკავშირდებოდა.
ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ ციხის ადმინისტრაციისგან ვინ შედიოდა მის სანახავად და შემდეგ მათ აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის მაგალითად ექსპრეზიდენტს მოჰყავს სახალხო დამცველის შემთხვევა როდესაც ის "სრულიად შეფუთული" შევიდა ციხეში, თუმცა სკანდირებდნენ მის სახელსაც. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ყოველივე ციხის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.
"გამუდმებით, მთელი დღეების განმავლობაშ მესმოდა ჩემი გინება, მუქარები და ეს იყო აბსოლუტურად კონცენტრირებული და ორგანიზებული ადმინისტრაციის მიერ. საიდან ვიცი? ძალიან მარტივად — ლომჯარია შემოვიდა მთლიანად შეხვეული რომ ვერავინ იცნობდა, მაგალითად მე ვერ ვიცანი, ისინი მთელი გზა უყვიროდნენ, აგინებდნენ მას. გვარამიას დაემართა იგივე. წინასწარ ციხის ადმინისტრაცია ეუბნებოდნენ, რომ ეს არის გვარამია, ეს არის თუთბერიძე, ეს არის ლომჯარია და ახლა უნდა იყვიროთ. ან, მაგალითად, როცა ჩავდიოდი შეხვედრათა ოთახში, საიდან უნდა სცოდნოდათ მათ? იქ დარაბებია დახურული. ვხვდებოდი შეხვედრათა ოთახში, მაგალითად, ხატიას და იქიდან ისმოდა ჩვენი სახელები და ყვირილი. ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული, ორკესტრირებული წამების და არადამიანური მოპყრობის ფაქტები", — ამბობს ის.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურამ ექსპრეზიდენტის წამების ფაქტზე საქმე უნდა აღძრას ან განცხადება მაინც გააკეთოს.
"მოყვა წამების თაობაზე დაწვრილებით. დღეს უკვე დაოქმებულად, პირდაპირ, მისი მოყოლით, მსხვერპლის მოყოლით ვიცით წამების ფაქტის შესახებ და დაუყოვნებლივ უნდა აღძრას პროკურატურამ საქმე. დაწყებული აქვს გამოძიება უკვე სახელმწიფო ინსპექტორს და პროკურატურამ აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ გააკეთებს თუ უნდა, ეს მისი პრობლემა იქნება", — განაცხადა გვარამიამ.
გაიგეთ, კიდევ რა თქვა სააკაშვილმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას:
- რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბერზე
- სააკაშვილი: გავხდი საქართველოს პირველი მმართველი ლუარსაბ მეფის შემდეგ, ვინც პატიმრობაშია
- ამნისტია კი არ მოხდა, 2-ჯერ შემცირება მოხდა საპატიმრო ვადის — სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე
- ჩემ მიერ ამნისტირებული სამართალდამცავი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში — სააკაშვილი
- მიხეილ სააკაშვილი: ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა?
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
კომენტარები