კობახიძის განცხადება ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტია — სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება
ფოტო: ქართული ოცნება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადებით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი წარმოადგენს ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტს. გაერთიანების წევრი ასოციაციებისთვის მიუღებელია კობახიძის განცხადება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების მიკერძოებულობასა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე.
"კონსილიუმში მონაწილე ექიმები კარგად არიან ცნობილი საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისთვის, ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თავის დარგში და დაინტერესებულები არიან მხოლოდ პაციენტის კეთილდღეობით და ჯანმრთელობით. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სრულ მხარდაჭერას უცხადებს კონსილიუმს", — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ექიმები არიან:
- აიპ საქართველოს უროლოგთა ასოციაცია — არჩილ ჩხოტუა;
- აიპ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა — თენგიზ ასათიანი;
- აიპ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია — ნიკოლოზ კინტრაია;
- აიპ საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია — კონსტანტინე ყიფიანი;
- ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაცია — ზურაბ ხაბეიშვილი;
- აიპ სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი — გიორგი ჩახუნაშვილი;
- აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება — ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი;
- საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია;
- ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი — მარინა შიხაშვილი;
- აიპ ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება — მარიკა ალფაიძე;
- გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია — გიორგი გოცაძე;
- ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა;
- საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია — დავით აბულაძე;
- საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება — არჩილ ჩუხრუკიძე;
- სასწრაფო დახმარების ასოციაცია — გიორგი ვაშაკიძე;
- ნეიროქირურგთა ასოციაცია — გიორგი ინგოროყვა;
- საქართველოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაცია — ზურაბ კლიმიაშვილი;
- საქართველოს ინტერვენციონალისტ კარდიოლოგთა ასოციაცია — შალვა რცხილაძე;
- ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სკოლა — ცოტნე სამადაშვილი.
17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ამ დასკვნის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის "ფეიკ" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოჰყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები