მთვარის ზედაპირზე არსებული ჟანგბადი 8 მილიარდ ადამიანს 100 000 წელი ეყოფა — ავსტრალიელი მეცნიერი
ავსტრალიაში მდებარე სამხრეთის ჯვრის უნივერსიტეტში მომუშავე ნიადაგმცოდნის, ჯონ გრანტის განცხადებით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის რეგოლიტის ზედა ფენა იმდენ ჟანგბადს შეიცავს, რომ ის 8 მილიარდ ადამიანს დაახლოებით 100 000 წლის განმავლობაში ეყოფა.
ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნოლოგიას, რომელიც კოსმოსში არსებული რესურსის ათვისებაში დაგვეხმარება, მაგალითად, მთვარეზე ჟანგბადის წარმოქმნაში. ამ მიზნით, NASA-ს პროგრამა არტემისის ფარგლებში, ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ავსტრალიაში დამზადებული როვერის მიერ ქვების შეგროვებაც იგეგმება, რომლებიდანაც აღნიშნული ქიმიური ელემენტის გამოცალკევება იქნება შესაძლებელი.
მთვარეზე ჟანგბადი მის ზედაპირულ ფენებში უნდა ვეძებოთ, სადაც ის საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება, თუმცა არა აირადი ფორმით. მას ისეთ მინერალებში მივაგნებთ, რომლებიც დედამიწაზეც ფართოდ არიან გავრცელებულნი. თუმცა, ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე მათ მეტწილად ქვების, მტვრის, ხრეშისა და კლდოვანი წარმონაქმნების სახე აქვთ.
როგორც ცნობილია, მთვარის რეგოლიტის შემადგენლობაში 45 პროცენტი სწორედ ჟანგბადია, რომლის მინერალებისგან გამოსაცალკევებლადაც ელექტროლიზია საჭირო. ამ მეთოდს აქტიურად იყენებენ ალუმინის წარმოებაში, რისთვისაც მის თხევად ოქსიდს ელექტროდების მეშვეობით ელექტრულ დენს გადასცემენ. შედეგად, ეს ქიმიური ელემენტი O-სგან გამოიყოფა.
ამ შემთხვევაში, ჟანგბადი მეორეული პროდუქტია, მაგრამ ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე ყველაფერი პირიქით მოხდება. მეცნიერის თქმით, ეს დიდძალი ენერგიისა და სპეციალური ხელსაწყოების გარეშე ვერ მოხერხდება, რაც სერიოზული გამოწვევაა.
და მაინც, მიზანს რომ მივაღწიოთ, რა რაოდენობის ჟანგბადის მივიღებთ?
ჯონ გრანტის თქმით, მთვარეზე თითოეული კუბური მეტრი რეგოლიტი 1.4 ტონა მინერალს შეიცავს, რაც 630 კილოგრამ O-ს ეკვივალენტურია. ეს რესურსი 1 ადამიანს სუნთქვისთვის დაახლოებით 2 წელი ეყოფა. თუ დავუჯერებთ ვარაუდს, რომ ამგვარი გრუნტის ზედა ფენის საშუალო სიღრმე 10 მეტრია, მაშინ იქიდან მოპოვებულ ჟანგბადს ყველა ჩვენგანი 100 000 წელი იკმარებდა, ამდენხანს სიცოცხლე რომ შეგვეძლოს.
კომენტარები