დედამიწასთან ახლომდებარე ციური ობიექტების რაოდენობა დაახლოებით 27 000-ია, რომელთა უმეტესობა მარსსა და იუპიტერს შორის არსებული შიდა მზის სისტემის სივრციდანაა. თუმცა, ახლა მკვლევარები ამბობენ, რომ დედამიწასთან ახლოს ერთი კონკრეტული ასტეროიდი არც ერთი პლანეტიდან არ მოსულა და ის შესაძლოა ჩვენი მთვარის ნაწილია.

საუბარია დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდზე Kamo`oalewa-ზე. მისი სახელწოდება, მომდინარეობს ჰავაის საგალობლებიდან, რომლებიც მიუთითებენ "შთამომავლობაზე, რომელიც თავისთავად მოგზაურობს". ეს ასტეროიდი ცნობილია როგორც კვაზი-სატელიტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზის გარშემო ბრუნავს, მაგრამ უახლოვდება დედამიწას.

ის პირველად ჰავაიდან 2016 წელს აღმოაჩინეს და მისი დაკვირვება მხოლოდ აპრილის პერიოდშია შესაძლებელი. ის დაახლოებით "ეშმაკის ბორბლის" ზომისაა და დედამიწას 14 მილიონი კილომეტრით უახლოვდება ხოლმე. მისი დაფიქსირება შესაძლებელია მხოლოდ დედამიწაზე არსებული უდიდესი ტელესკოპის გამოყენებით.

ახლა სამხრეთ არიზონაში Kamo`oalewa-ს შესწავლისას, არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომებმა მასში რაღაც უჩვეულო შენიშნეს. საუბარია იმაზე თუ როგორ ირეკლავს ის შუქს, რაც ემთხვევა მთვარის ნიმუშებს, რომელიც აპოლოს მისიამ თანამგზავრისგან აიღო. ასტრონომებს გაუჩნდათ იდეა, რომ ასტეროიდი შესაძლოა მთვარის ნაწილი იყოს, მაგრამ მათ არ იციან, თუ როგორ გაჩნდა ის.

"მე გადავხედე დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდების ყველა სპექტრს, რომლებზეც წვდომა გვქონდა და მაგრამ მათთან დამთხვევა ვერ ვნახე", — განაცხადა ასტრონომმა ბენ შარკიმ.

შარკიმ და ვიშნუ რედიმ, მისმა მრჩეველმა და ასოცირებულმა პროფესორმა არიზონაში მთვარისა და პლანეტარული მეცნიერებების საკითხებში, წამოწიეს საკითხი, რის მიხედვითაც ასტეროიდი მართლაც მთვარიდან გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც 2020 წელს ასტეროიდზე დაკვირვების შანსი პანდემიის გამო ხელიდან გაუშვას, მკვლევრების გუნდმა წელს შეძლო მისი დამზერა და შედეგები შეესაბამებოდა ვარაუდს.

მათი დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communications Earth and Environment-ში ხუთშაბათს.

ახლა მკვლევრები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ასტეროიდი მართლაც მთვარის პატარა ნაწილია. თუ როგორ და როდის მოსწყდა ის ჩვენს თანამგზავრს ამის გარკვევას მეცნიერები მომავალში შეეცდებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.