სილიკონ ველის წამყვანი ინვესტორები საქართველოში მასტერკლასს ჩაატარებენ
12 ნოემბერს, თბილისში, სილიკონ ველის წამყვანი ფონდების მენეჯერები მომავალ ქართველ ინვესტორებს საკუთარი წარმატების საიდუმლოს გაუზიარებენ. ვენჩურული კაპიტალის მასტერკლასს ინვესტორები და ბიზნეს ლიდერები დაესწრებიან. შეხვედრაზე განიხილავენ ვენჩურული ფონდების სტრუქტურას, მაღალი პოტენციალის მქონე სტარტაპების შერჩევის პროცესს და ყველა მნიშვნელოვან ეტაპს, რომელსაც წამყვანი ფონდები გადიან.
მასტერკლასს გაუძღვებიან:
ჯონათან თაუერი
Catapult Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. აღნიშულ სფეროში მას 20 წლიანი გამოცდილება აქვს. საინვესტიციო კარიერის განმავლობაში, 317 ინვესტირებული კომპანიიდან, 93-ს წარმატებული ზრდა ჰქონდა. 22 ინვესტირებული სტარტაპი კი ე.წ. Unicorn-ად ჩამოყალიბდა და 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კაპიტალი დააგროვა. მათ შორის არიან Jet.com, Dollar Shave club და 20 სხვა სტარტაპი.
მარვინ ლიაო
500 Startup-ის პარტნიორი იყო 6 წლის განმავლობაში, სადაც მან 400-მდე ინვესტიცია განახორციელა სტარტაპებში. ამჟამად, ის გახლავთ Diaspora Ventures-ისა და Gamegroove Capital-ის პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასევე, კონსულტაციას უწევს ინვესტორებს ვენჩურულ ინვესტიციებში. არის The Hard Fork by Marvin Liao გამოცემის ავტორი, რომელიც ფოკუსირებულია ტრენდებსა და რჩევებზე
საინვესტიციო მიმართულებით.
კრის ბარი
“სილიკონის ველის” წამყვანი ორგანიზაციის, US Market Access Center-ის დამფუძნებელი, რომელიც სახელმწიფოსა და დონორებს ეხმარება სტარტაპების განვითარებისა და “სილიკონის ველისთან” დაკავშირების კუთხით. კრის ბარი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა 42 სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთაც 2 მილიარდამდე ვენჩურული ინვესტიცია მოიზიდეს მისი დახმარებით.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
- განსხვავება სწრაფად ზრდად ტექნოლოგიურ სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის;
- ბიზნეს პორტფელის შექმნა;
- ვენჩურული კაპიტალისტების მიერ ადრეული ეტაპის გარიგებების შეფასება და სტარტაპების ძებნის პროცესი;
- როგორ ზრდის ვენჩურული კაპიტალი კომპანიის ღირებულებას;
- ვენჩურული ფონდების საქმიანობა - რას უნდა ეძებდნენ სტარტაპები ფონდში;
- განსხვავება Angel ინვესტირებასა და ვენჩურულ კაპიტალს შორის.
მასტერკლასზე დასწრება შესაძლებელია ქართველი ინვესტორებისთვის და ბიზნეს ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან და სურთ გაიღრმავონ ცოდნა აღნიშული მიმართულებით.
ღონისძიების ორგანიზატორია Catapult Ventures-ის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში - სტარტაპ გრაინდ თბილისი. მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი — "სპარკი", საქართველოს ბანკი ბიზნესი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ღონისძიებაზე მონაწილეთა დასწრება შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს.
კომენტარები