სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება — კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმიტომ ითხოვდნენ, რომ იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება.
"სახალხო დამცველსა და დანარჩენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს, აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი, ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე, არანაირი რეალური საფუძველი ამას არ აქვს.
რაც შეეხება სახალხო დამცველისა და სხვა ნაციონალების განზრახვას, მიზეზი მარტივია, მიზეზია ის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რას, რომ ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია, რა თქმა უნდა, აღსრულება", — თქვა მან.
8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა — მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხიდან აფრენილი ვერტმფრენი გლდანის ციხის თავზე გამოჩნდა. უფლებადამცველებმა, ოჯახის წევრებმა და ომბუდსმენმა ერთი საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ციხეში შეყვანის შემდეგ ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხეში მიიტანეს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი უწყება ამტკიცებდა, რომ ციხის კლინიკა საჭირო ტექნიკით აღჭურვილია.
მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილთან ღამით არ უშვებდნენ არც ადვოკატებს და არც პირად ექიმს. ადვოკატების თქმით, არასამუშაო საათების მიუხედავად, ვითარება ორდინალური არ იყო და უნდა შეეშვათ.
ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სააკაშვილს ციხეში უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და შესაბამისად, ის ამ შეთავაზებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მაინც ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გაავრცელეს კადრები, რომლითაც სურთ დაამტკიცონ, რომ ექსპრეზიდენტს #12 დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
გარდა ამისა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჯერ კიდევ დერეფანში დგას კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც იქ მას შემდეგ მიიტანეს, რაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მისივე თქმით, კლინიკაში არ არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა (MRT) და კათეტერიზაციის აპარატი.
მოგვიანებით წერილი გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა, სადაც თქვა, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს, კერძოდ, მანქანიდან იძულებით გადაიყვანეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში. ექსპრეზიდენტი წერს, რომ ამ დროს გაუწია წინააღმდეგობა. მისივე განცხადებით, #18 დაწესებულებაში გადასვლისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში".
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული. მისივე მტკიცებით, სააკაშვილმა ციხეში შეყვანისას თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
-
რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე? რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე?
-
ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი) ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი)
-
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა. მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ხამენეის დაკრძალვაზე ჩავა.
გადახედვა
-
ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა
გადახედვა
-
ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
-
თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
-
საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს "ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია" — ეკატერინა ივანიშვილი ეკა კუპატაძეს პასუხობს
გადახედვა
-
ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა
-
პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს საჭმელი, რომელიც სიხარულს გვახსენებს
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები] ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები]
გადახედვა
-
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
"რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
გადახედვა
კომენტარები