ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.