ეს არის პანიკა პროტესტზე — ხოშტარია სუს-ის განცხადებაზე
ფოტო: On.ge/მარიამ ქავთარაძე
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება არის "პანიკა პროტესტზე". მისი თქმით, მწვავე პროტესტი აუცილებლად იქნება, თუმცა მშვიდობიანი.
"პირველი, ეს არის პანიკა პროტესტზე, მეორე — ეს არის პირდაპირი, კიდევ ერთი განაცხადი პარტიული კუთვნილების, იმიტომ, რომ პროტესტის უფლება აქვს აბსოლუტურად ყველას. ეს პროტესტი აუცილებლად იქნება, თუ ჩაითვლება საჭიროდ და რაოდენობა იქნება ხალხის გზაც გადაიკეტება, თუ ჰგონიათ, რომ ამ განცხადებით ვინმეს დააშინებენ, აბსოლუტურად გაუგებარია. აქამდეც არაერთხელ გადაგვიკეტია გზა, როცა ამის საჭიროება არის და დიახ, პროტესტი იქნება უწყვეტი.
რაც შეეხება პროტესტის ფორმას, ძალადობრივი, ჯერჯერობით, არის ხელისუფლება, ყველა თვალსაზრისით. ამიტომ ძალადობრივი ჩვენ დაგეგმილი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ მშვიდობიანი ძალიან მწვავე პროტესტი იქნება", — თქვა მან მთავარი არხის ჟურნალისტთან.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 6 ნოემბრიდან ნაციონალურ მოძრაობას, გარდა რუსთავისა, აქციები დაგეგმილი აქვს თბილისშიც. მათი მტკიცებით, ენმ აპირებს სახელმწიფო დაწესებულებების შენობების ბლოკირებას და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვას. სუს, ასევე, ამტკიცებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განიხილავს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. მათი თქმით, ეს ყველაფერი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იგეგმება.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ 6 ნოემბერს აქცია რუსთავში დააანონსა. მისი თქმით, 17:00 საათზე შეიკრიბებიან, თუმცა არ დაიშლებიან, სანამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 6 ნოემბერს ოპოზიციას აქცია დაგეგმილი ჰქონდა თბილისში. როგორც მელიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებული აქცია თბილისში ძალაში რჩება, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობის გართულების გამო, გეგმები "დროებით შეცვალეს".
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.
-
სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო სახლში შეჭრილ მძარცველს ცუგა სათამაშოთი მიეგება, კუდს უქიცინებდა და არც პოლიციის გამოჩენისას დაუყეფია — ნახეთ ვიდეო
-
შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლაში NGO-ებს ადანაშაულებს
გადახედვა
-
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას "გახარია საქართველოსთვის": ანექსიასთან დაკავშირებით, "ოცნების" ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულებრივ დუმილს და უმოქმედობას
გადახედვა
-
ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება ე.წ. მეორად ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დღეს სრულდება — NAEC-ის განცხადება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს შალვა პაპუაშვილი: უსამშობლოების მიზანია, ევროკავშირის "მენიუში" აღმოვჩნდეთ და დავაკვირდეთ, ვინ როგორ შეგვახრამუნებს
გადახედვა
-
ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100-ზე მეტ წელში პირველად, კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა მეორე კვარტალში მშენებლობასა და სოფლის მეურნეობის სექტორებში კლება დაფიქსირდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა აშშ-მა ირანელ მაღალჩინოსნებს გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად ვიზები მისცა
გადახედვა
-
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
გადახედვა
-
ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა ბაზისბანკი ADB — ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
-
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა პოლონეთის საზღვართან დრონი ჩამოვარდა — საჰაერო ძალებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარა
გადახედვა
-
მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი მართე გზავნილი შენი წესებით — მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ბაღებში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
კომენტარები