"არჩევნები ჩატარდა თავისუფლად" და სხვა საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტმა თითქმის 15-წუთიან ბრიფინგზე ისაუბრა
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დღეს, 3 ნოემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა. ბუნებრივია, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის 34-ე დღეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი გათავისუფლების მოთხოვნით დღეში რამდენიმე აქცია იმართება, საზოგადოება ზურაბიშვილისგან, პირველ რიგში, ამ საკითხზე ელოდა განცხადებას, თუმცა პრეზიდენტმა ბრიფინგი "თავისუფლად ჩატარებული" არჩევნების შეჯამებით, შედეგებზე საუბრითა და მილოცვებით დაიწყო, შემდეგ კი პანდემიაზე, ვაქცინაციაზე და ამ საკითხისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სავარაუდო საფრთხეები და მოლოდინი, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, თითქმის 15-წუთიანი ბრიფინგის ბოლო საკითხი იყო.
არჩევნები
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მშვიდად და თავისუფლად ჩატარდა. მან არჩეულ მერებსა და მაჟორიტარებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა იქვე დასძინა, რომ "რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება".
"არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა, მივულოცო გამარჯვება ახლადარჩეულ ადგილობრივ საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.
არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული აღშენებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონზე.
არჩევნები დასრულდა, თუმცა, რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არცერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს", — განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები იმის საშუალებას იძლევა, რომ მუშაობა დაიწყოს ქვედა საფეხურიდან, თანამშრომლობა ისეთ იმ პრობლემებზე, რაც მოქალაქეებს ადგილობრივ დონეზე აწუხებთ, თუმცა მისივე თქმით, ხალხის პრობლემების გადაჭრა არ ყოფილა საქართველოში ჩატარებული არჩევნების არც აზრი და არც მიზანი.
"დღეს ყველას აქვს ერთი კითხვა — რა იქნება ახლა? როგორ და რა ფორმით უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რაც არ მიიღწევა არც ქუჩით, არც დესტაბილიზაციით, არც გაუთავებელი არჩევნების მოთხოვნით, არც ხელახლა მანდატების დატოვებით თუ ბოიკოტით, არც თვითდაჯერებით, არც სიძულვილით, არც მტრისა და მოღალატის ხატის შექმნით, არც გამარჯვებულის არაღიარებით, არც დამარცხებულის დამცირებით. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ შედეგამდე, როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან? რეალურად ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს. გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან, რაც უფრო ადვილია ისეთ ყოფით საკითხებზე თანამშრომლობის დაწყება, რომელიც მოქალაქეების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. ეს არის და უნდა ყოფილიყო ადგილობრივი არჩევნების აზრი და მიზანი.
მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც აკისრია დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას შეუძლია ითამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოების დამშვიდებაში და პოლარიზაციის შემცირებაში. თქვენი იმედი მაქვს, მაგრამ მთავარი გაერთიანების თუ არა დაწყნარების მაინც ფაქტორი, შეიძლება, იყოს გარკვეული მიზნების განხორციელებაზე მუშაობა, რომლების მიმართაც ვართ საქმით თუ სიტყვით გაერთიანებული. ასეთი ერთი და პირველი საკითხია პანდემია", — ამბობს ის.
პანდემია
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, პანდემია და ვაქცინაცია იყო. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ მიმართა საპატრიარქოს, რომ დაიწყონ ვაქცინაციაზე მოწოდება და პასუხისმგებლობა შეახსენა.
პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ეს პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს. დაბოლოს, პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირადი შიშებისა და საკუთარ ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს", — განაცხადა მან.
თუმცა პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ "დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი". მან დაასახელა სახელმწიფო და საკუთარი თავი, "რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა". ასევე, პარტიები, "რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად".
სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა, რაც მოიცავს სავალდებულო აცრას რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტების შემოტანას საჯარო სივრცეებისთვის და "თუნდაც ფასიან მკურნალობას აუცრელი ადამიანებისთვის". ამასთან, მანვე თქვა, რომ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის წინააღმდეგია, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, დააზარალებს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშეა.
"სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები"
პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას და პრაქტიკულად იგნორირებული იყო ქვეყნის რეალური საჭიროებები, მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
"ერთი მხრივ ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლებით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას, ოპოზიცია კი სულ სხვა ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა. ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი.
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თუ ქვეყანა, პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაბრუნდება რეალური პრობლემებისა და რეალური გამოწვევების გადაწყვეტაში", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
"ზეპარტიული გამოწვევა" — ევროპული ინტეგრაცია
ბრიფინგის დროს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილებასა და სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევასთან ერთად, მესამე და უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროპული ინტეგრაცია.
"რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა, იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება რომელიმე პარტიული ინტერესი წინ უსწრებდეს მას. ესაა ჩვენი ერთობლივი, ზეპარტიული გამოწვევა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია, არა იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის 80 %ამ გზას მხარს უჭერს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი, ჩვენი სოციალური, ეკონომიკური, სახელმწიფო განვითარების გზა", — თქვა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება "არის პასუხი იმ არსებით კითხვაზე, როგორ დავასრულოთ — არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია!".
მისივე თქმით, საქართველოს, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, ევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც "ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან ჩვენგან".
ახალი წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
ევროპულ ინტეგრაციაზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ კუთხით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმით და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია.
"როცა ვიცით, თუ რა სიმბოლური ადგილი უჭირავს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით, რაოდენ ყურადღებას იქცევს მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა", — დასძინა მან.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მის მიერ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შეხვდეს ყველას, "ვინც ამაზე თანხმდება" და პრეზიდენტის პლატფორმა გამოიყენოს საჭიროებისამებრ.
"ასევე, მზად ვარ ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას!", — დასძინა მან.
სააკაშვილის შეწყალება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააკაშვილი იყო ბოლო საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა თითქმის 15-წუთიან ბრიფინგზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეწყალებას არ აპირებს.
"რადგანაც ეს საკითხი კიდევ მუსირებს, უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია — არა და არასოდეს!", — დასძინა მან.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშალო მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
"ის არის ნებაყოფლობითი და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას", — აცხადებს ზურაბიშვილი.
თუმცა, მისი აზრით, "მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან" გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად.
"ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის, ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს, ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები", — დასძინა მან.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა.
-
ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3 ექსპედიცია სვანეთში | როგორ ვკარგავთ კავკასიონის მყინვარებს — მომთაბარე პოდკასტი #3
-
"ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო "ძლიერი საქართველო": ჩვენი კოალიციის ლიდერისთვის, 13-წლიანი პატიმრობის შეფარდება არის უსამართლო
გადახედვა
-
თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე თაზო დათუნაშვილი ელისაშვილის განაჩენზე: ეს არის "ქართული ოცნების" ერთი პოლიტიკური ძალის ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე
გადახედვა
-
პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა GGU ჯგუფი საქართველოში ერთადერთი არასაფინანსო კომპანიაა, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან BB stable შეფასება დაიმსახურა
-
ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე ძალიან მივქარავთ, როცა ამ კაცს ყურადღების მიღმა ვტოვებთ — გვარამია ელისაშვილის განაჩენზე
გადახედვა
-
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge იყიდა
გადახედვა
-
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე — ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
-
Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით Farizon საქართველოში — კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
-
აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს აღმოაჩინეს უძველესი კვაზარები, რომელთაც ტრილიონი მზის სინათლე აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი ნიკა გვარამია: ეუთოს ჰააგის დეკლარაციამ საბოლოოდ დაასრულა "ქართული ოცნების" დელეგიტიმაციის პროცესი
გადახედვა
-
პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება პუტინის რეიტინგი რუსეთში ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება
გადახედვა
-
პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ქვეყანაში "ნერვული ატმოსფეროს" შესაქმნელად ბომბავს
გადახედვა
-
ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ისრაელმა აშშ-ს, ირანის მიერ ტრამპის მკვლელობის გეგმის შესახებ, სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა
გადახედვა
-
TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს TI აქტივისტ თამარ ფერაძეს ტროტუარზე დგომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს თინა ბოკუჩავა არც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატად დააყენებს კანდიდატურას და ვერც "რეფორმების საბჭოში" ხედავს თავს
გადახედვა
-
გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები — როგორ ჩაიარა PLUS-ის წლევანდელმა დაბადების დღემ
-
სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში სრული სვლით საგანძურისკენ — 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
-
Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს Financial Times: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 40%-მდე გაანადგურეს
გადახედვა
კომენტარები