კიდევ 10 რამ, რისი დაპოსტვაც სუს-მა უნდა აგვიკრძალოს
სულ ახლახან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც "დესტრუქციულ ძალებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან" თავი შეკავებისკენ მოუწოდა. დანაშაულებრივ ქმედებად პოსტში "თანამოაზრეებისთვის განზრახ თუ გაუცნობიერებლად, რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ პირდაპირ მოწოდებაა" მოხსენიებული, რომელიც უწყების ცნობით, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში ვრცელდება.
განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძირითადად, ირონიული. გაფრთხილებიდან მალევე მოქალაქეებმა ფეისბუქზე "რევოლუციის" დაპოსტვა დაიწყეს. მანამდე კი, სანამ სუს გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის გამკაცრებაზე იფიქრებდეს, მოდით, ჩამოთვალოთ, კიდევ რისი დაპოსტვა უნდა აგვიკრძალოს მთავრობამ.
1. ფასებზე წუწუნი
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კი ისე ხშირად მხვდება "ნიუსფიდში" გაზრდილ ფასებზე წუწუნი, რომ აუცილებლად ავკრძალავდი — ეს ხომ პირდაპირი თუ არა, ირიბი მოწოდებაა რევოლუციისკენ. არც ისაა გამორიცხული, პროდუქციის გაძვირების მოწინააღმდეგეები ქვეყნის დესტრუქციული ძალების მიერ იმართებოდნენ.
2. დიეტის ინსტრუქციები
ჯერ ერთი, რომ დიეტები ადამიანს ასუსტებს, დასუსტებული ადამიანები დასუსტებულ სახელმწიფოს ნიშნავს. მეორეც, დიეტის დაცვა ერთგვარი შიმშილობაა, რაც პროტესტის ფორმას წარმოადგენს. მოშიმშილე მოქალაქე კი ასევე დესტრუქციული ძალაა.
3. წალენჯიხაში "დაჩექინება"
რამდენიმე დღის წინ, სამეგრელოს ამ პატარა ქალაქმა დაამტკიცა, რომ "მეცამეტე რაიონია". აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ქმედება სოციალურ ქსელში, რომელიც წალენჯიხიზაციისკენაა მიმართული, უარყოფითად აისახება სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე.
4. პარიზში გადაღებული ისეთი ფოტოების გამოქვეყნება, სადაც ნაგავში მქექავი პარიზელი არ ჩანს
მერე სუპერმარკეტების უზარმაზარ რიგებში მდგარმა ხალხმა რომ არ დაიწყოს წუწუნი სიღარიბეზე და პარიზთან პარალელების გავლება.
5. ნელთბილი ბიზნესების რეკლამები
ნელთბილში ზუსტად რა იგულისხმება, არ ვიცი, თუმცა, სოციალური ქსელები სინამდვილეს უნდა ასახავდეს, საქართველოში კი ეკონომიკა ადუღებამდეა მიყვანილი.
6. უფასო სასადილოებში გადაღებული საკვების გამომზეურება
ხომ შეიძლება, ვინმეს შეშურდეს, თავის საჭმელს ხელი ჰკრას და თავადაც უფასო სასადილოში მირთმევა მოისურვოს?!
7. დედასთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება
თუ სისუსტეზე ვსაუბრობთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ დედას ბუშტებით წინ ვერ წავალთ.
8. საღამოს საათებში სენტიმენტალური სიმღერების გაზიარება
არაფერი არ აზიანებს სიძლიერეს ისე, როგორც სენტიმენტალურობა. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულის აჩუყების შეზღუდვაზეც უნდა იზრუნოს.
9. კონკრეტულად Wind of Change-ის გაზიარებაც
ცვლილებების და დესტრუქციის ქარიღა გვაკლია საათივით აწყობილ ქვეყანაში!
10. ფრაზები იმ წიგნებიდან, სადაც რევოლუციაზეა საუბარი
პირველ რიგში, ჩარლ დიკენსის ორი ქალაქის ამბავის ნებისმიერი სახით ხსენება უნდა იკრძალებოდეს ქვეყანაში, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს.
ბონუსი: არგუმენტად "სიტყვის თავისუფლების" მოშველიება
სიტყვის თავისუფლება რომ კარგი ყოფილიყო, კომუნისტებს დაასწრებდით?!
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები