Facebook ფოტოებსა და ვიდეოებზე სახის ამოცნობის სისტემას გათიშავს
სამშაბათს Facebook Inc-მა განაცხადა, რომ ის სახის ამომცნობ სისტემას თიშავს. საუბარია იმ ალგორითმზე, რომელიც ჩვენს ფოტოებსა თუ ვიდეოებზე ადამიანების მონიშვნას ავტომატურად გვთავაზობდა. სისტემა კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, ადამიანების ამოცნობასა და ამ ყველაფრის ბაზებში შენახვას უამრავი ადამიანი არაეთიკურად მიიჩნევს.
"მარეგულირებელი ორგანოები ჯერ კიდევ მუშაობენ ახალი წესების საბოლოო სახეზე. მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენ მივიჩნევთ, რომ სახის ამომცნობი სისტემა კონკრეტული ვიწრო შემთხვევებისთვის გამოვიყენოთ", — განაცხადა Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის დანაყოფის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯერემი პესენტმა ბლოგში.
ტექნოლოგიური ინდუსტრია ადმიანებში ბევრ კითხვებს ბადებს. მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენების ეთიკურობაზე საუბარი წლებია მიდის, სწორედ ამის ფონზე მოუწია ტექნოლოგიურ გიგანტს თავისი სისტემის გათიშვა.
კრიტიკოსების განცხადებით, სახის ამომცნობი ფუნქციები სასარგებლოა მაღაზიების მფლობელებისთვის, კლინიკებისთვის თუ სხვა ბიზნესებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული უსაფრთხოების კომპრომისები, რამაც შეიძლება მილიარდობით ადამიანის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.
სახის ამომცნობი სისტემების გაყიდვები შეწყვიტა IBM-მა, Microsoft-მა და Amazon-მაც.
Facebook, კომპანია, რომელიც რამდენიმე დღის წინ Meta-დ გადაკეთდა, აღნიშნავს, რომ მისი მომხმარებლების ერთ მეესამედზე მეტს გაუვლია სახის ამოცნობის პროცესი. ცვლილებების შემდეგ Facebook-ს 1 მილიარდზე მეტი ადამიანის სახის ნიმუშების წაშლა მოუწევს.
წაშლის პროცესი გლობალურად დაიწყება და როგორც Facebook-ის წარმომადგენლები აცხადებენ ის დეკემბერში დასრულდება.
კომენტარები