"შევხვდეთ თუნდაც კოსმოსში" — გაერო მასკის 6-მილიარდიან შეთავაზებას პასუხობს
გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბისლიმ ტვიტერზე დაპოსტა, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების, მათ შორის ილონ მასკის ქონების მცირე პროცენტიც ეყოფოდა გლობალური შიმშილის პრობლემის გადაჭრას.
ამას მალევე გამოეპასუხა ილონ მასკი და თქვა, რომ თუ ხარჯები გამჭვირვალე იქნებოდა და მათ ნახვას ადამიანები შეძლებდნენ, ასევე თუ მას ზუსტად აუხსნიდნენ როგორ გადაჭრიდა 6 მილიარდი ამ პრობლემას, ის ტესლას წილს დაუყოვნებლივ გაყიდდა და ამ თანხას — 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაიღებდა.
დღეს გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბისლიმ ილონს ტვიტერით ისევ უპასუხა.
"ტვიტების დადების ნაცვლად, ნება მომეცით პირადად გნახოთ. შეგვიძლია შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე, დედამიწასა თუ კოსმოსში. თუმცა უკეთესი იქნება, თუ ეს ისეთ ადგილას მოხდება სადაც ნახავთ გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის ადამიანებს, პროცესსა და ტექნოლოგიას. მე მოვიტან გეგმასაც", — წერს დევიდ ბისლი.
დღეს ამ ყველაფერს World Food Programme-ს ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა და მისივე აღმასრულებლის ტვიტი განმარტა. როგორც ჩანს, მხოლოდ მასკისა და ბეზოსის მცირე წილი კი არა, არამედ ამერიკის ტოპ 400 მილიარდერის მცირე ქონებაა საჭირო, რომ წელს 42 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები