ილონ მასკი მზადაა, მსოფლიოში შიმშილის დასასრულებლად 6 მილიარდი დოლარი გაიღოს
გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ილონ მასკის ქონების მცირე პროცენტიც კი საკმარისი იქნება, რათა გლობალური შიმშილის პრობლემა გადავჭრათ.
ამის შესახებ მან ტვიტერზე დაპოსტა, როცა ილონ მასკს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის პირველ ადგილზე გადასვლა მიულოცა.
გაეროს მსოფლიო საკვების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბისლიმ ილონ მასკსა და ამაზონის მფლობელ ჯეფ ბეზოსს მოუწოდა გაეღოთ 6 მილიარდი დოლარი. მისი თქმით, ეს თანხა საკმარისი იქნება 42 მილიონი ადამიანის გადასარჩენად.
ილონის პასუხმაც არ დააყოვნა — როგორც ჩანს, თუკი გაერო ხარჯთაღრიცხვას საჯაროდ განათავსებს, რათა ადამიანებმა შეძლონ ნახონ სად იხარჯება ეს ფული, ილონ მასკი ამ საქმისთვის 6 მილიარდ დოლარს გაიღებს.
"თუ მსოფლიო საკვების პროგრამა გამჭვირვალობას აირჩევს და გამოაჩენს თუ სად დაიხარჯება ეს 6 მილიარდი დოლარი და როგორ უშველის ის გლობალურ შიმშილს, მე ტესლას აქციებს ახლავე გავყიდი", — დატვიტა მასკმა
მასკის ქონება ამჟამად 311 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და 6 მილიარდი ნამვდილად მცირე ნაწილი იქნება. მხოლოდ 29 ოქტომბერს მასკის ქონება ერთ დღეში 9.3 მილიარდით გაიზარდა.
კომენტარები