კიდევ 5 რამ, რითაც წალენჯიხა დაგამახსოვრებთ თავს
ფოტო: წალენჯიხა • Tsalenjikha / Facebook
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ პროცესების მთავარი გმირი წალენჯიხა გახდებოდა: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივ საარჩევნო უბნებზე დათვლილია ხმების 100% და ამ ეტაპზე წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს.
მაშინ, როცა სხვა დიდ ქალაქებსა და თვითმმართველ თემებში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ, წალენჯიხა ბევრისთვის იმედის სიმბოლურ ნაპერწკლად ან კიდევ დემოკრატიის კუნძულად იქცა. ალბათ, ახლა სწორედ შესაფერისი დროა, რომ ეს მუნიციპალიტეტი უკეთ გავიცნოთ.
დასავლეთ საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარე წალენჯიხა, გარდა უკვე ხსენებული უნიკალური პოლიტიკური აქტივობისა, საინტერესო ისტორიული წარსულითა და თვალწარმტაცი გეოგრაფიული თავისებურებებითაც გამოირჩევა, რაც ბევრი ჩვენგანისთვის, ალბათ, აქამდე ცნობილიც კი არ იყო.
პოლიტიკური თავშესაფრის წალენჯიხაში მოთხოვნის ხუმრობები იქით იყოს და ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, დიდი ალბათობით, ამ კუთხეში სტუმრობას უახლოესი შესაძლებლობისთანავე დააპირებთ.
1. ქუაქანცალია
ქუაქანცალია, იგივე მოქანავე ლოდი, არა მხოლოდ წალენჯიხის, არამედ მთელი სამეგრელოს ღირსშესანიშნაობაა. ლეგენდის თანახმად, ეს უზარმაზარი ქვა ღმერთების შთამომავალმა არამხუტუმ დადო მას შემდეგ, რაც მისი მეშვეობით დევს თავი გაუპო. ამ ლეგენდისა და იმ ფაქტის გამო, რომ ეს 1,75 მეტრი სიმაღლისა და 10 ტონა სიმძიმის კირქვის ლოდი ხელის შეხებისთანავე ქანაობას იწყებს, თუმცა თან ადგილიდან არ იძვრის, მნახველებში მისტიკურ განწყობას აღძრავს.
ქუაქანცალია ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე იმ წერტილში მდებარეობს, საიდანაც ამავდროულად ულამაზესი ხედი იშლება. შესაბამისად, ადგილზე ნანახით აღფრთოვანებასთან ერთად შთამბეჭდავი ფოტოების გადაღებასაც შეძლებთ.
2. ტობავარჩხილის ტბები
ტობავარჩხილის ტბები მრავალი მოლაშქრისთვის უკვე დიდი ხანია, საყვარელი დანიშნულების ადგილია, თუმცა იქ იმდენად საოცარი ბუნებრივი გარემოა შექმნილი, რომ მათაც კი მოანდომებს ლაშქრობის გზას გაუდგეს, ვინც აქამდე ამას ვერ ბედავდა.
ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარე ტობავარჩხილის ტბაზე, იგივე ვერცხლის ტბაზე, მოხვედრა არც ისე მარტივია და საკმაოდ რთული მარშრუტის გავლა მოუწევს ნებისმიერ მსურველს, თუმცა საბოლოო შედეგი ამად ღირს. თანაც იქვე შეგიძლიათ, სხვა ისეთი ახლოს მდებარე ტბებიც ნახოთ, როგორებიცაა დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა.
3. ჩანჩქერი ინწირა
წალენჯიხის რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია, რომლებიც ბუნებრივი მრავალფეროვნებით გაგაოცებთ. მაგალითად, სოფელ ჩქვალერში გადააწყდებით ჩანჩქერ ინწირას, რომელსაც ხშირად ასევე მოიხსენიებენ როგორც ინწრა. მის სანახავადაც გარკვეული ციცაბო მონაკვეთის ფეხით გავლა მოგიწევთ, მაგრამ ბოლოს მდინარე ინწირას კანიონში ამ ჩანჩქერს რომ გაუსწორებთ თვალს, დაღლა სულ გადაგავიწყდებათ.
4. მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი
ფოტო: მალხაზ როგავა / წალენჯიხა • Tsalenjikha / Facebook
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ წალენჯიხის სიახლოვეს მდებარეობს X-XIII საუკუნეების ტაძარი, რომელიც მნახველს განსაკუთრებით თავისი მოხატულობითა და ფრესკებით აოცებს. ეს უძველესი კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოსა და 45 მეტრის სიგრძის გვირაბს. აღსანიშნავია, რომ იქვეა დაკრძალული სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი.
5. ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
"ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი — ეს Memento mori-ა."
ამ სტრიქონების ავტორი სწორედ ქალაქ წალენჯიხაში დაიბადა 1897 წელს. დღეს კი თუ პოეტის მშობლიურ ქალაქს ეწვევით, შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ტერენტი გრანელის ორნამენტითა და ჩუქურთმიანი აივნებით დამშვენებული ორსართულიან სახლ-მუზეუმშიც შეიაროთ და მისი ცხოვრება და შემოქმედებაც უკეთ გაიცნოთ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა




კომენტარები