არჩევნები არის გაუქმებული, ხვალ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე — მელია
ფოტო: Facebook/ნიკა მელია
თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაუქმებულია და უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ. მისივე თქმით, საზოგადოების წინაშე სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენენ.
მელია ამბობს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მოპოვებული გამარჯვება ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და "ვითომც არ იყო მოპოვებული ისე წაიღო, საკუთარ სხვადასხვა რეზიდენციებში".
"ბიძინა ივანიშვილზე იყო დამოკიდებული და ივანიშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გადადგა. პასუხი იქნება ადეკვატური. მკითხავდით ახლა ალბათ, რა გაქვთ გეგმა. გპასუხობთ — არჩევნები არის გაუქმებული. არასოდეს მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, არასოდეს. უკანასკნელი რამდენიმე საათი განგებ არ ვდგებოდი მედიის წინაშე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს არჩევნები ნამდვილად არის გაუქმებული, ქუთაისიდან დაწყებული, ზუგდიდი, თბილისი, ასე შემდეგ. უბრალოდ, ვითომც არაფერი ამ ადამიანმა ააორთქლა არჩევნები. ამიტომ ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე და ბრძოლა იქნება უკომპრომისო", — განაცხადა მან ბრიფინგზე.
მელიას თქმით, ამ საქმეში პარტიული პოლიტიკა და ვიწრო პარტიული ინტერესები აღარ არსებობს. მისივე თქმით, კოალიციურმა ერთობამ იმუშავა და ახლა მათი ამოცანაა, ეს კოალიცია უფრო ფართო გახდეს.
"მაგრამ ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ყველა, ყველა, ყველა, ვინც არის შეწუხებული, გულახდილად, რომ სახელმწიფოში არჩევნები ივანიშვილის პირობებში აღარასდროს ჩატარდება", — განაცხადა მან.
როგორც მელიამ აღნიშნა, სიტყვებს "ჰარი-ჰარალოზე" არ ისვრიან და ივანიშვილმა მისთვის მიცემული შანსი არ გამოიყენა. მან მოუწოდა თანამებრძოლებს და მოქალაქეებს მოემზადონ "ძალიან საინტერესო თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის".
"ჩვენ მთელი ამ საათების განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სტრატეგიულ პარტნიორებთან და მე მათ არ დავუმალე ის, რასაც ახლა თქვენ გესაუბრებით. მე მათ ვუთხარი, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული. მანამდეც მქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათთან საუბარი და მერწმუნეთ, არ არსებობს ადამიანი, ქართველი თუ უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორი თუ თანამებრძოლი, ვინც არ იზიარებს ამ მოსაზრებას. ამიტომ აქ აღარ არის მხოლოდ პოლიტიკოსების საბრძოლველი. დიახ ჩვენ ვიქნებით ავანგარდში, მაგრამ ჩვენი სურვილი არის, რომ ეს ბრძოლა წარიმართოს ძალიან ფართო კოალიციური მოძრაობით, ამიტომ მოემზადეთ ძვირფასო თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, ევროპული დემოკრატიის ღირებულებებისა და ფასეულობების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებო, ძალიან საინტერესო თუმცა მძიმე თავგადასავლისთვის, ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებისთვის და ბრძოლა იქნება მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ჩვენ არ მოიპოვებთ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას", — განაცხადა მან.
მელია ბრიფინგიდან ისე წავიდა, რომ მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია.
ამ ეტაპზე ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში დათვლილია ხმების 96,229% და ქართული ოცნების კანდიდატი, კახა კალაძე ლიდერობს. მას ხმების 55,555% აქვს, მელიას კი 44,445%. გარდა ამისა, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიცია ერთადერთ მუნიციპალიტეტში, წალენჯიხაში ლიდერობს.
აღსანიშნია, რომ მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქსა და ზუგდიდში იგებდა. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებდნენ.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახი კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
კომენტარები