93-ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა, შედეგები უნდა გაუქმდეს — დეკანოიძე
ფოტო: ხატია დეკანოიძის ფეისბუქგვერდი
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისის ერთ-ერთ უბანზე იმაზე მეტი ბიულეტენია, ვიდრე ხელმოწერა. ის აღნიშნული უბნის შედეგების გაუქმენას ითხოვს.
"93-ე უბანზე ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერა, შედეგები უნდა გაუქმდეს", — წერს დეკანოიძე Facebook გვერდზე.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ეგზიტპოლები ორმა სხვადასხვა ტელევიზიამ გამოაქვეყნა, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.
გორბის მიერ ჩატარებული იმედის ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
- ხატია დეკანოიძე — 48,1%
- იოსებ ხახალეიშვილი — 51,9%
რადიკალურად განსხვავებული შედეგებია მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, რომლის მიხედვითაც ხატია დეკანოიძე ლიდერობს, ეგზიტპოლის შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:
- ხატია დეკანოიძე — 53%;
- იოსებ ხახალეიშვილი — 47%.
რაც შეეხება ცესკოს მონაცემებს, ამ ეტაპზე 124 უბნიდან სულ დათვლილია ხმების 16,129%. ცესკოს შედეგები ასე გადანაწილდა:
- ხატია დეკანოიძე — 46,245%;
- იოსებ ხახალეიშვილი — 53,755%.
აღსანიშნია, რომ მეორე ტური 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში გაიმართა. ასევე, 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის.
დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია დარღვევების, მათ შორის, ამომრჩეველზე ზეწოლისა და სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. ასევე, მოხდა დაპირისპირებები საარჩევნო უბნებთან. კოორდინატორები და აგიტატორები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
- ქუთაისში On.ge-ის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
- "უნდა გაგასვენოთ თქვენ" — იმერეთში, ფორმულას გადამღებ ჯგუფს ქვა ესროლეს
- ქარელში TV მონიტორინგის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
- ენმ-ის პრესსამსახურის წარმომადგენელს საარჩევნო უბანთან ხელი დაარტყეს
გაიგეთ, როგორი იყო ამომრჩეველთა აქტივობა დღის განმავლობაში:
- 10:00 საათისთვის — 7,38%
- 12:00 საათისთვის — 17,18%
- 15:00 საათისთვის — 31,82%
- 17:00 საათისთვის — 39,5%
არჩევნების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, სადაც ინფორმაცია პირდაპირ ეთერში ახლდება.
-
კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას საიდან ვიცით, რომ ცნობიერები ვართ და რატომ ვერ ვხსნით ცნობიერებას
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია MTV დაჯილდოების ცერემონია მადონას ტრიუმფით დასრულდა — ნახეთ გამარჯვებულთა სია
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
კომენტარები