კვაჭანტირაძე უარყოფს, რომ არჩევნების წაგების მიზეზად ქალი კანდიდატი დაასახელა
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძე უარყოფს, რომ მან ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში წაგების მიზეზად ოცნების მიერ ქალი კანდიდატის წარდგენა დაასახელა.
22 მაისს, როცა არჩევნების წინასწარი შედეგები გამოცხადდა, ცნობილი გახდა, რომ ნასაკირალში ქართული ოცნების კანდიდატ ნონა ტუნაძეს მოუგო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბესიკ ქათამაძემ.
ზვიად კვაჭანტირაძემ შედეგების გამოცხადებისთანავე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მომხმარებლების პრეტენზიებს საჯარო პოსტის კომენტარებში უპასუხა არჩევნების წაგებასთან დაკავშირებით და ქართული ოცნების შეცდომაც დაასახელა: "გეთანხმები, რომ სწორ კანდიდატებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ნასაკირალში იყო ის, რომ მუსლიმურ თემში ახალგაზრდა ბიჭს დავუპირისპირეთ ქალი, თუნდაც ძალიან კარგი ქალბატონი".
On.ge ზვიად კვაჭანტირაძისგან რამდენიმე დღის წინ ცდილობდა მის მიერ დაწერილ სექსისტურ კომენტარზე განმარტების მოპოვებას, თუმცა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა მხოლოდ დღეს, 26 მაისს შევძელით.
ზვიად კვაჭანტირაძემ უარყო, რომ მან მსგავსი რამ დაწერა: "მე ასეთი რამ არ დამიწერია. ასეთი მსჯელობა მიდის და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს მიაჩნია, რომ კანდიდატი იყო არასწორად შერჩეული, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ რადგანაც მან წააგო, შესაძლებელია ასეც ვივარაუდოთ".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ნასაკირალში მუსლიმი თემი ცხოვრობს და აქ ქალი კანდიდატურა არჩევნებზე იმიტომ დააყენეს, რომ სტერეოტიპი დამსხვრეულიყო, თითქოს მუსლიმი მოსახლეობა ქალს არ აირჩევს.
"შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტერეოტიპის დამსხვრევა, არ მოხერხდა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ჩვენთან საუბარში.
22 მაისს 9 მაჟორიტარულ ოლქში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ძირითადად ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მათ 9-დან 7 ოლქი მოიგეს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ოცნების კანდიდატებს მხოლოდ 4 ოლქში დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 მოიგეს, მათ შორის ნასაკირალსა და კორცხელში.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები