დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა და ზეწოლა — ISFED არჩევნების მიმდინარეობაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ISFED
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) დირექტორი, ნინო დოლიძე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში შემჩნეულ დარღვევებზე 16:00 საათისთვის შეკრებილ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისთვის ფიქსირდება უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრების და უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ვინაობისა და პირადი მონაცემების მონიშვნაში. ამასთან, კვლავ გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის ფაქტები — მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა/ზეწოლა. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან და ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებითაც. უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებები. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა.
ISFED-ის დამკვირვებელთა მიერ აღრიცხულ დარღვევებს შორისაა:
Საარჩევნო უბანზე გამოვლენილი დარღვევები (10:00-14:00)
კენჭისყრის მიმდინარეობის დროს "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვის 5, სიასთან და ბიულეტენებთან დაკავშირებული 11, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2, მარკირების წესის დარღვევის 3 და დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების ერთი შემთხვევა.
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
- #59 ქუთაისის #5 საარჩევნო უბანთან დაუდგენელმა პირებმა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი;
- #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა არეულობას, რითაც ხელი ეშლებოდა კენჭისყრის პროცედურებს. უბანზე მყოფი ა(ა)იპ "კავშირი მწვანე დედამიწის" დამკვირვებელი ცდილობდა უბანზე პროცესები თავად ემართა და სხვა დამკვირვებლებს დაკვირვების უფლებას უზღუდავდა. თავმჯდომარემ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის განმუხტვა, თუმცა წესრიგის დამყარება ვერ შეძლო და არც პოლიცია გამოიძახა;
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა პირი, რომელიც აცხადებდა, რომ იყო ცესკოს მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. მას თან ჰქონდა ამომრჩეველთა სიები და ამოწმებდა სიიდან რომელი ამომრჩევლები გამოცხადდნენ უბანზე. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირებელმა სცადა გაერკვია კომისიის წევრის ვინაობა, რის შემდეგაც მას დაემუქრნენ და უბნის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. მუქარა და ზეწოლა გაგრძელდა კომისიის თავმჯდომარის მხრიდანაც. დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება, დაერეგისტრირებინა საჩივარი საარჩევნო უბანზე;
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლები ზეწოლას ახორციელებენ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელზე და ხელს უშლიან საჩივრის შედგენაში. ამასთანავე, დამკვირვებლები უხეშად ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში;
- #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩეველთა შემოწმებას ახდენდა საარჩევნო უბნის შესასვლელიდან 20 მეტრის მოშორებით, რის გამოც მარკირების შემოწმების პროცესზე დაკვირვება პრობლემური იყო. დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა, რასაც კომისიის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის წარდგენის შემდგომ უბანზე მივიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები — ნათია ჩიკვაიძე და მაია თაბუკაშვილი, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიმართ და ეუბნებოდნენ, რომ მას უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება არ ჰქონდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უბნიდან გააძევეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დამკვირვებელი.
საჩივრები, განცხადებები
ამ დროისათვის "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 33 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში — 17 საჩივარი. 18 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გააგზავნოს — SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები