ურთიერთობა NATO-სთან, თანამშრომლობა შავ ზღვაში — რაზე ისაუბრეს ღარიბაშვილმა და კოლომინამ
დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დახურულ შეხვედრაზე განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი.
"აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და თავდაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
საუბრისას, ყურადღება დაეთმო ნატოს 2022 წლის სამიტს. აღინიშნა, რომ სამიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, სათანადოდ შეფასდეს საქართველოს პროგრესი, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, კერძოდ, ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში და მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში.
მათვე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შესახებ, რაც ნატოს მთავარ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარი მექანიზმია.
"შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განვითარება, შესაბამისად, საქართველო მზადაა, მოკავშირეებს ფართომასშტაბიანი წვრთნებისთვის მაღალი სტანდარტების გარემო შესთავაზო", — ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, 19 ოქტომბერს კოლომინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი კოლომინას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ესაუბრა.
ხავიერ კოლომინა ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. კოლომინამ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას.
ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. იგი უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ხვალ კი სომხეთში გაემგზავრება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები