ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში — ლომჯარია რუსთავის ციხეზე
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში პატიმრების გარდაცვალების მიზეზი დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია გახდა. მისი თქმით, გუშინ, 14 ოქტომბერს, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში ხანძრის გაჩენის შემდეგ პატიმრები მის გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შეიყვანეს.
"ციხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ეს იყო მათი პირველი რეაქცია და შემდგომ უკვე, თუკი გართულდებოდა ვითარება, მათ გადაიყვანდნენ მეორე კორპუსის ტერიტორიაზე, სადაც უფრო დიდი ტერიტორიაა და გაშლილი ეზოა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში", — ამბობს ლომჯარია.
სახალხო დამცველი დღეს რუსთავის ციხეში იმყოფებოდა, დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ლომჯარიამ, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პატიმრებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდობით, დეტალურად განმარტა, როგორ განვითარდა მოვლენები ხანძრისას, რა გახდა მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზი და როგორ არიან პატიმრები ახლა.
რა მოხდა
როგორც ლომჯარია პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ამბობს, ხანძრის დაწყებისთანავე პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა სამზარეულოს გვერდითა კორპუსში, დახურულ სივრცეში შეიყვანეს.
"გარეთ იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, თუმცა დანარჩენი პატიმრები, ყველანი, შეიყვანეს ციხის შიგნით, ანუ კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე", — ამბობს ლომჯრია.
მისი თქმით, პატიმართა მხოლოდ მცირე ნაწილს, ციხის სამეურნეო ნაწილში დასაქმებულებს, აქვთ შედარებით თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ლომჯარიას ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ, სამაშველო სამსახურის მისვლამდე, სწორედ სამეურნეო ნაწილის პატიმრები ცდილობდნენ გისოსებს მიღმა დარჩენილი პატიმრის გამოყვანას. სახალხო დამცველის თქმით, ამ პროცესის შედეგად გარდაიცვალა როგორც გისოსებს მიღმა მყოფი, ისე მის დასახმარებლად შესული პატიმარი.
"როგორც ჩანს ერთ-ერთი პატიმარი, დაღუპული პატიმარი ცდილობდა გამოსვლას, თუმცა გისოსები იყო. იყო მცდელობა გარედან და შიგნიდანაც, რომ ჩაემსხვრიათ შუშები, თუმცა, სამწუხაროდ, გისოსების გამო ვერ მოხერხდა ამ ადამიანის ფანჯრიდან გამოყვანა.
როდესაც მოვიდა უკვე სახანძრო, დაახლოებით დროს ასახელებენ 20 წუთს და შევიდნენ ისინი შესაბამისი აღჭურვილობით, ორი ადამიანი იპოვეს. მათ ჩაუტარდათ ხელოვნური სუნთქვა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მათი გადარჩენა და დაიღუპნენ არა დამწვრობით, არამედ კვამლით", — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
რატომ შეიყვანეს ხანძრისას პატიმრები დახურულ სივრცეში
სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ციხის ადმინისტრაციის დაბნეულობას აბრალებს. მისი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს გვერდითა კორპუსში პატიმრებს საფრთხე შეექმნებოდათ, ადმინისტრაცია აპირებდა მათ გადაყვანას სხვა კორპუსში. თუმცა, ნინო ლომჯარია აღნიშნავს იმასაც, რომ ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა და იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი აღნიშნული კორპუსის მიმართულებით წავიდოდა "გაცილებით მძიმე შედეგი დაგვიდგებოდა".
"როგორც ჩანს იყო დაბნეულობა. მე ვფიქრობ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, სახანძრო უსაფრთხოების წესები იყო თუ არა დაცული და რეაგირება სწორად განხორციელებული", — აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ციხის ადმინისტრაციის ეფექტიანი რეაგირება და სახანძრო უსაფრთხოების წესები ცოდნა.
"ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ციხის ადმინისტრაციას და შესაბამის პირებს, როგორ უნდა იმოქმედონ სახანძრო განგაშის შემთხვევაში. როგორც ჩანს ეს წესები და რეგულაციები არ არის განჭვრეტადი და ნათელი. როგორც ჩანს, თვითონ მშენებლობის დროსაც არ იყო სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ციხეა, ყველგან გისოსია და ადამიანი უბრალოდ ვერ გამოვა შენობიდან თუ ასე სწრაფად გავრცელდა ცეცხლი და გაჩნდა კვამლი", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის თქმით, ცეცხლი იმ კორპუსის საპირისპირო მიმართულებით გავრცელდა, სადაც პატიმრები ჩაკეტეს. როგორც ლომჯარია ამბობს, ამავე მიზეზით ხსნის ციხის ადმინისტრაცია იმას, რომ არ მოხდა პატიმრების ევაკუაცია.
როდის მივიდა სახანძრო და სასწრაფო შემთხვევის ადგილას
როგორც ნინო ლომჯარია ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებზე დაყრდნობით ამბობს, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ხანძრის გაჩენიდან 20 წუთში მივიდა. თუმცა, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და შესაბამისი ჩანაწერებით დადასტურდეს.
რამ გამოიწვია ხანძარი
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ხანძრის მიზეზების დადგენა გამოძიების კომპეტენცია, თუმცა ამბობს, რომ პირველადი ვერსიით ეს შესაძლოა ყოფილიყო ელექტროენერგიის სადენებისგან გამოწვეული.
"მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ, მე როგორც მითხრეს, ეს არ გაჩენილა, დიდი ალბათობით, გაზქურისგან. სავარაუდოდ ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან", — ამბობს ლომჯარია.
იყო თუ არა ციხეში ბუნტი
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ციხეში ბუნტი იყო, თუმცა ამას პენიტენციურ სამსახურში არ ადასტურებდნენ. ლომჯარია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არც პატიმრებმა დაადასტურეს.
"არავინ არ ადასტურებს. არც ერთ პატიმარს არ უთქვამს, რომ ან იყო პანიკა, ან იყო რაღაცა ემოციური მდგომარეობა [...] ამბობენ, რომ კორპუსში დაკვამლიანება არ მომხდარა და პანიკა არ ყოფილა", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
რატომ არ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სახალხო დამცველს
ნინო ლომჯარიას კითხვები აქვს როგორც პენიტენციური, ისე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურების მიმართ იმის შესახებ, რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში დროულად.
"ეს კითხვა მეც მაქვს, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა, არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გუშინვე, რომ იყვნენ დაზარალებულები ან მით უმეტეს, გარდაცვლილები. დაახლოებით საღამოს 7-ის ნახევარზე გვქონდა ბოლო კომუნიკაცია პენიტენციურთან. ვამოწმებდით, მათ შორის, ბუნტს [ბუნტის შესახებ ინფორმაციას] და როგორც გვითხრეს იყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემა არ იყო", — ამბობს ლომჯარია.
როგორ არიან პატიმრები ახლა
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა კიდევ რამდენიმე პატიმარი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ყველა მათგანს უკვე აქვს შესაძლებლობა, ტელეფონით დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. რაც შეეხება საკვების მიწოდებას, გამომდინარე იქედან, რომ ხანძრის შედეგად სამზარეულო დაიწვა, მე-17 დაწესებულებაში საკვები მანქანებით მიიტანეს.
რუსთავში, მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს გაჩნდა. დღეს დილით, იუსტიციის სამინისტროში On.ge-ს დაუდასტურეს, რომ ხანძრის შედეგად ორი პატიმარი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები