არ გამოვრიცხავ, რომ ეს საერთოდ ბატონი ივანიშვილის მიერ იყოს ნაკარნახევი — ქემოკლიძე ღარიბაშვილის წერილზე
ფოტო: გახარია
პარტია საქართველოსთვის წევრის, კახაბერ ქემოკლიძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქპოსტი ბიძინა ივანიშვილის მიერ იყოს ნაკარნახევი.
კითხვაზე, თუ რატომ შეეპარა მას ეჭვი იმაში, რომ წერილის ავტორი ღარიბაშვილი არაა, ქემოკლიძე საპასუხოდ ამტკიცებს, რომ თავის დროზე ის სხვების ხელწერასაც ანალიტიკურად აფასებდა და სწავლობდა.
"ანალიტიკაც ხომ იცით როგორ არის?! ცოტა სპეკულაციური სურნელიც უხდება, ასე ვთქვათ, ეს ნამდვილად სპეკულაციური დაშვებაა, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საერთოდ ბატონი ივანიშვილის მიერ ნაკარნახევი წერილი იყოს, ისევე, როგორც მგონია, რომ ბატონი სააკაშვილის საერთოდ ისტორია ბატონი ივანიშვილის ხელით არის შექმნილი დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში", — განაცხადა ქემოკლიძემ ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, უკვირს, თუ როგორ მოიცალა ღარიბაშვილმა მსგავსი პოლიტიკური ვითარების პირობებში ამ წერილის დაწერისათვის.
"მე პირადად, ძალიან გამიკვირდა, რომ საერთოდ ქვეყნის პრემიერმინისტრმა თუკი ეს წერილი მისი დაწერილია საერთოდ, რაღა დაგიმალოთ, როგორ მოიცალა მსგავსი ტიპის წერილის ერთი მხრივ, დაწერაზე და შემდეგ ამ წერილის გასაჯაროებაზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, მნიშვნელოვანი პრობლემებია და წესით და კანონით, ხელისუფლება უნდა მუშაობდეს", — თქვა მან.
6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ექსპრეზიდენტზე ვრცელი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ავითარებს სხვადასხვა აზრს, განიხილავს ჭორს და თეორიას იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდა ის ქვეყანაში. ვერსიებს შორის პრემიერს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და სახელმწიფო გადატრიალებაც აქვს ისე, რომ ბრალდებების გასამყარებლად არა ფაქტები, არამედ მოსაზრებები მოჰყავს. ის დამამცირებელ კონტექსტში საუბრობს იმაზე, თითქოს "სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა". უცნობია, რას ეყრდნობა ღარიბაშვილი, თუმცა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ირონიულად საუბარი აძლიერებს სტიგმას და დისკრიმინაციულია. პრემიერმინისტრის მსგავსად, ამ საკითხზე დამცინავ კომენტარებს აკეთებენ ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები