იცით თქვენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იცოდა? — კობახიძე ჟურნალისტებს სააკაშვილის დაკავებაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი
"იცით თქვენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ იცოდა?" — ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების რეპლიკებს იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციაზე ინფორმაცია საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ. ამ განცხადების შემდეგ კობახიძეს არც უარუყვია და არც დაუდასტურებია, რომ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მას ჰქონდა, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირ თქვა, რომ არ იცოდა.
მას შემდეგ, რაც გუშინ მთელი დღე ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში არ არის, დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს იმასაც, რომ დაკავების სპეცოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო კონფედენციალურობის დაცვა. მისი თქმით, ეს წესი "მაღალი ხარისხით" იყო დაცული.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი პროცესის შესაბამისად. რაც შეეხება სპეცოპერაციას, მას აქვს თავისი წესები, მათ შორის, იმისათვის რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფედენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით და ეს არის მარტივი წესი, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ამ ოპერაციის წარმატების ერთ-ერთ საფუძველი გახდა ის, რომ სათანადოდ იყო დაცული ეს კონფედენციალობა", — განაცხადა მან.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. მეტიც, ირაკლი კობახიძე იმეორებდა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.
ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გომელაურს და ლილუაშვილს ბრიფინგზე არ უსაუბრიათ, სამივე მათგანმა მედიის ოთახი ისე დატოვა, რომ კითხვებს არ უპასუხა. შესაბამისად, უცნობი იყო სად დააკავეს სააკაშვილი.
თუმცა, ექსპრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე დაკავების შემდეგ გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ თბილისშია და სავარაუდოდ მალე დააკავებენ. მეტიც, მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ის ქვეყანაში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და დღეს "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუნდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ.
აღსანიშნია ისიც, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა, პრემიერმაც და კობახიძემაც რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი, რომ სააკაშვილის დაკავება სიმბოლური იყო დღეს, რადგან 9 წელი გავიდა ბიძინა ივანიშვილის "დიდი გამარჯვებიდან". პრემიერმინისტრმა ბიძინობაც კი მოგვილოცა.
ამის შემდეგ ბრიფინგები ჩაინიშნა პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. პროკურატურაში ის საქმეები განიხილეს, რომელზეც სააკაშვილს უკვე აქვს მისჯილი, ისინიც, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეა და დაამატეს, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მის სანახავად ომბუდსმენი მივიდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურნენ ნაციონალურ მოძრაობაში. მელიამ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი ამისთვის მზად იყო და ბრძოლა არჩევნებზე გრძელდება.
ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მისმა პატიმრობამ კითხვები გააჩინა პარტნიორ ქვეყანაშიც. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერებმა დაპოსტეს, რომ ქართული მხარისგან განმარტებებს ელიან. პასუხად საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საელჩოს დიპლომატი ადგილობრივ უწყებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.
ამავე თემაზე:
-
პირველადი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა პირველადი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც სურამის ერთ-ერთი მონასტრის შესაწირი ყუთიდან თანხა და სხვა საეკლესიო ნივთები მოიპარა დააკავეს პირი, რომელმაც სურამის ერთ-ერთი მონასტრის შესაწირი ყუთიდან თანხა და სხვა საეკლესიო ნივთები მოიპარა
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება ანდრო ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება
გადახედვა
-
2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობები იცვლება 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობები იცვლება
გადახედვა
-
ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
-
როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები კლიმატის ცვლილებას — ბრძოლა გადაშენების წინააღმდეგ
გადახედვა
-
გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა გაიცანით გრიგორი პერელმანი — კაცი, რომელმაც ფილდსის მედლის მიღებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
-
გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
-
აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს
გადახედვა
-
ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს ესპანეთში გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
გადახედვა
-
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სა და Visa-სთან ერთად
-
ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთს ბენზინის პირველი პარტია გაუგზავნა
გადახედვა
-
თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თარაშ პაპასკუა: ვტოვებ დიპლომატიურ სამსახურს და საგარეო საქმეთა სამინისტროს
გადახედვა
-
15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა 15 წლის ბიჭის ცემისთვის მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს 1.5 წლით პირობითი სასჯელი შეეფარდა
გადახედვა
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
კომენტარები