"მწეველი თევზის" ფოტოსურათმა ფოტოგრაფიული ჯილდო მოიპოვა
ფოტოგრაფის ჩარევა რომ არა, ერთი შეხედვით სახალისო სანახაობა შესაძლოა, თევზის დაღუპვით დასრულებულიყო.
საიდუმლო სულაც არ აირს, რომ ადამიანთა მოდგმას ოკეანის ეკოსისტემებზე გამანადგურებელი ზეგავლენა აქვს, თუმცა ზოგჯერ ამის კარგად გასააზრებლად ერთი შთამბეჭდავი ფოტოსურათიც კი კმარა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ წლევანდელ Ocean Photography Awards-ზე ვიხილეთ — ფოტოგრაფმა სტივენ კოვაქსმა ფოტო წარმოადგინა, სადაც თევზი დიდი ცნობისმოყვარეობით აგემოვნებს მოსროლილ სიგარეტს.
სიგარეტით გამოტენილი, ცხოველის მოშვებული ყბა ერთი შეხედვითაც საკმაოდ სახალისო ჩანს, თუმცა გვახსენებს, რომ ჩვენს პატარა გადაწყვეტილებებსაც კი შეუძლია, ოკეანეში მობინადრეთა სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. როდესაც ადამიანების მიერ პოპულაციაზე მიყენებულ ზიანს კარგად აწონ-დაწონით, აშკარა ხდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქცევების შეცვლა.
ფოტოზე ასახული ნიკოტინით დაინტერესებული თევზი კონკრეტულად Trachinocephalus myops-ია, რომელიც ატლანტის ოკეანეში ბინადრობს. სახეობის წარმომადგენლები დროის დიდ ნაწილს ოკეანის ფსკერზე ატარებენ, ქვიშიდან კი მხოლოდ მათი თვალებია ამოწეული, როდესაც თევზებსა და კიბოსნაირებს ელიან თავდასასხმელად. როგორც ფოტო ამტკიცებს, საუბედუროდ, რაც კი ჩაივლის, ყველაფერს ეტანებიან.
"პატარა Trachinocephalus myops-მა იფიქრა, რომ ნადავლი თევზი იყო, დინებიდან სიგარეტის ნამწვი ჩაბღუჯა და მისი ჭამა დაიწყო", — დაწერა კოვაქსმა — "ნახევრის გადაყლაპვის შემდეგაც კი ვერ მიხვდა, რომ რაღაც შეეშალა! ამ სიტუაციაში ჩარევის ვალდებულება ვიგრძენი, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ ამ "სადილის" ბოლომდე გადაყლაპვა თევზისათვის კარგად დასრულდებოდა".
დიდი ხანია, რაც ცოცხალი ბუნების ფოტოგრაფებში ამგვარი ჩარევის საკითხი საკმაოდ სადავოა, ამავდროულად კი არ არსებობს დადგენილი წესები, რომლითაც შეიძლება იხელმძღვანელო, როგორი ქცევაა მუშაობისას ადეკვატური.
განხეთქილება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც BBC Earth-ის Dynasties-ში განსაკუთრებით შემაძრწუნებელი ეპიზოდი გაუშვეს, სადაც საიმპერატორო პინგვინთა მღელვარე ცხოვრება 4K ხარისხში აღბეჭდეს — ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიცვეს იმის კვალობაზე, რომ კადრები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს პინგვინთა მიყოლებით სიკვდილი აღეწერა, დიდისა თუ პატარის. როდესაც პინგვინთა ჯგუფი დაქანებაზე გამოემწყვდია, ეკიპაჟმა "პასიური ჩარევა" გადაწყვიტა და მათი სიცოცხლეების გადასარჩენად გასასვლელი გამოთხარა.
ზოგი თვლის, რომ ეთიკა სადავო საკითხი ხდება, როდესაც სასიკვდილო კომპონენტი ადამიანის ქმედებების პირდაპირი შედეგია. რთული საყურებელია, როგორ კლავს ცელნამგალა ვეშაპთა მცირე ჯოგი ვეშაპის ნაშიერს, მაგრამ სიკვდილი ოკეანური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია, ხოლო თუ ცხოველს ნებას მისცემ, ადამიანის დაყრილი ნაგვისაგან მოკვდეს, სიკვდილის მიზეზი არაბუნებრივი წარმოშობისა იქნება.
საკითხი კიდევ უფრო რთულდება, როცა დიდი ზომის ცხოველებთან გვაქვს საქმე ან ისეთებთან, რომელთა უსაფრთხოდ გათავისუფლებაც სპეციალისტებს საჭიროებს, მაგრამ სიგარეტის ნამწვის შემთხვევაში გონივრული ჩანს, თევზს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარო.
საუბედუროდ, კოვაკის გადაღებული ფოტოსურათი ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც ცოცხალი არსებების ნაგავთან ურთიერთობას ასახავდა. არსებობს მსგავსი კადრებიც, სადაც სათევზაო მოწყობილობებში გახვეული მკვდარი გველთევზაა ასახული, მაშველ რგოლზე ჩაჭიდებული კუ, ზღვის ცხენთევზა, რომელსაც სახის ნიღაბი აქვს ჩაბღაუჭებული და სხვა.
კომენტარები