როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში — რჩევები ბიზნესკურსისგან
ფოტო: Uran Duo / Dribbble
ადამიანებისთვის ბიზნესის კეთება, როგორც წესი, პრაქტიკულ საქმიანობასთან ასოცირდება. არადა, ამ საქმეში უამრავი თეორიული დეტალია, რომლის გათვალისწინებაც ბიზნესის მართვის ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული თეორიული მასალები გაფანტულია — მნიშვნელოვანია, ისეთ მისამართს მიაგნო, სადაც ყველა საჭირო ინფორმაცია ერთად არის თავმოყრილი და მარტივად ხელმისაწვდომია.
სტატიის მომდევნო ნაწილში ბიზნესის მართვის პროცესში გასათვალისწინებელ საკითხებზე გიყვებით და გიზიარებთ საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე არსებულ რესურსებს, სადაც ბიზნესის მართვასთან დაკავშირებულ თემებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაა მარტივად შესაძლებელი.
ბიზნესგეგმა
ფოტო: Deemak Daksina / Dribbble
ბიზნესი გეგმის წერით უნდა დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესგეგმა სწორად შეადგინო — მასში გაითვალისწინო ყველა საჭირო კომპონენტი და ზედმეტი ინფორმაციით არ გადატვირთო.
ბიზნესგეგმის დოკუმენტი შენი იდეის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას უნდა მოიცავდეს. ამასთან, აქ უნდა ჩაიწეროს ფინანსებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებაც. ბიზნესგეგმა პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობის დროსაც დაგჭირდება. ისინი შენი იდეის სიძლიერესა და პერსპექტიულობაში სწორედ ამ დოკუმენტის წყალობით უნდა დაარწმუნო.
თუ გინდა მეტი გაიგო ბიზნესგეგმის წერის ტექნიკის შესახებ, ბიზნესკურის გვერდს ეწვიე, სადაც სხვა ვიდეო ლექციებთან ერთად, ამ თემის შესაბამის უფასო გაკვეთილსაც ნახავ.
ასევე იხილეთ:
მარკეტინგული კვლევა
ფოტო: Liza Ditkovskaya / Dribbble
მარკეტინგული კვლევა ბიზნესგეგმის ნაწილადაც შეგვიძლია განვიხილოთ. მას როგორც ბიზნესის დაწყებამდე, ასევე ახალი პროდუქტის ჩაშვებისას, ან რებრენდიგის დროს მიმართავენ ხოლმე.
კვლევა შესაძლოა ჩატარდეს პროდუქტის, მისი ფასის, კონკურენტების, მომხმარებლების, გაყიდვების არხებისა და კომუნიკაციების სხვა გზების შერჩევის მიზნით. პირველ რიგში, კვლევის ჩატარებამდე უნდა გავითვალისწინოთ ხომ არ არსებობს უკვე ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ამასთან, თუ არსებობს, არის თუ არა ის რელევანტური მიმდინარე პერიოდისთვის.
არ ჩაატარო კვლევა, თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ სწორ და ხარისხიან ინფორმაციას მიიღებ. ამასთან, დათვალე ბიუჯეტი — მნიშვნელოვანია, რომ კვლევისგან მიღებული სარგებელი მისი ჩატარების სანაცვლოდ გაღებულ დანახარჯებს აღემატებოდეს. ამის წინასწარ განსაზღვრა არც ისე მარტივია, თუმცა აქ ყურადღება კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის რეპუტაციასა და გამოცდილებაზე უნდა გამახვილდეს.
თუ ამ საკითხმა განსაკუთრებით დაგაინტერესა, მიჰყევი ბმულს, რომელიც ბიზნესკურსის იმ ნაწილში გადაგიყვანს, სადაც მარკეტინგული კვლევის შესახებ უფასო ლექციებია განთავსებული.
გადასახადები
ფოტო: GraphicSurf.com / Dribbble
ადამიანები საგადასახადო გაუგებრობებში ხშირად ეხვევიან. აქ კომუნალური გადასახადები არ იგულისხმება. სტატიის ამ ნაწილში იმ გადასახადების შესახებ ვსაუბრობთ, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები ბიუჯეტის შევსების მიზნით იხდიან.
როგორც ცნობილია, საქართველოში ექვსი სახის გადასახადი მოქმედებს: საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი, იმპორტისა და ქონების. თუ ბიზნესს მართავ, ან ამ საქმიანობაში ჩართვას აპირებ, გადასახადების შესახებ საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციის ქონა დაგჭირდება.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსში გადასახადების შესახებ ინფორმაციას საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს. გადასახადების თემის ვიდეოგაკვეთილზე გადასვლა აღნიშნული ბმულის საშუალებით არის შესაძლებელი.
ასევე იხილეთ:
ფინანსები და აუდიტი
ფოტო: Pawel Olek / Dribbble
ფინანსები ბიზნესის მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. როდესაც საქმე ფულს ეხება, საკუთარი თავი ყველას ფინანსისტი გვგონია, თუმცა ამ სფეროში ღრმად ჩავხედვისას ხშირად ვხედავთ, რომ აქ საკმაოდ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი.
ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის მართვის შემადგენელი ნაწილია. საკრედიტო ინსტიტუტებთან ურთიერთობა, პროდუქტის ფასის განსაზღვრა, მოგება-ზარალის გაანგარიშება, აუდიტი — თუ ბიზნესს ფლობ, ამ საკითხებში აუცილებლად უნდა ერკვეოდე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზიც. ბუნებრივია, ამ საკითხის სირთულე ბიზნესის მასშტაბებზეა დამოკიდებული. მაშინ, როდესაც კომპანიის ზომა იზრდება, ფინანსური რეპორტინგისას საკმაოდ ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსში შესაძლებელია როგორც კორპორაციული ფინანსებისა და აუდიტის, ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზის შესახებ ინფორმაციის მიღება.
ასევე იხილეთ:
მარაგების მართვა
ფოტო: Nikita_Krushko / Dribbble
შესაძლებელია, შენი ბიზნესი მარაგების მართვასაც საჭიროებდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია, საწყობი გამართულად მუშაობდეს. როდესაც საქმე ათასობით ნივთის დასაწყობებას ეხება, შესაძლებელია არაერთმა გართულებამ იჩინოს თავი. სწორედ ამიტომ, ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია.
არსებობს საწყობის დაგეგმვის სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად არის განხილული საწყობში მარაგების განთავსების ტექნიკა. ბიზნესკურსის ერთი ნაწილი ამ საკითხის სიღრმისეულ განხილვასაც ეხება.
შრომის უსაფრთხოება
ფოტო: Nick Brito / Dribbble
შრომის უსაფრთხოება ის საკითხია, რომელსაც კომპანიების ნაწილი თავს არიდებს. არადა, ყველა დასაქმებულს უფლება აქვს მისი სამუშაო გარემო უსაფრთხო იყოს. ამასთან, ეს საკითხი კანონმდებლობითაც რეგულირდება.
რა თქმა უნდა, ბიზნესის მასშტაბებს აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს — გასათვალისწინებელია, რამდენი ადამიანი გყავს დასაქმებული, რა ტიპის ბიზნეს-საქმიანობას ეწევი და ა.შ.
თუ შრომის უსაფრთხოების საკითხს შორიდან შევხედავთ, უნდა ითქვას, რომ აუცილებელია ადამიანების სამუშაო სივრცეში მაქსიმალურად გათვლილი იყოს ყველა სახის რისკი და მიღებული იყოს პრევენციული ზომები.
უფრო მეტი დეტალის გასაგებად ეწვიე ბიზნესკურსის გვერდს, სადაც შრომის უსაფრთხოების ვიდეო გაკვეთილის ნახვას შეძლებ.
ასევე იხილეთ:
ციფრული კომუნიკაციების სტრატეგია
ფოტო: Boyko / Dribbble
21-ე საუკუნეში ბიზნესის კეთება ციფრული კომუნიკაციების გამოყენების გარეშე შეუძლებელია. ამაზე არათუ არავინ დავობს, არამედ ამ სეგმენტში მოთხოვნა მუდმივად მზარდია.
ციფრული მარკეტინგის უპირატესობებია: გლობალური წვდომა, მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტად შერჩევის შესაძლებლობა, მცირე ხარჯიანობა, მონიტორინგის და გაზომვის მყისიერი შესაძლებლობა, პერსონალიზებული კომუნიკაციის შესაძლებლობა, მომხმარებელთან დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა და სხვა.
ციფრული კომუნიკაციების სტრატეგიის ონლაინ კურსი ამ მისამართზე დაგხვდება. გარდა ამისა, შეგიძლია ბიზნესკურისის საშუალებით ინფორმაცია მიიღო იმაზე, თუ როგორ უნდა ივაჭრო Amazon-ზე Etsy-სა და Ebay-ზე.
ყველას ერთხელ მაინც გვიფიქრია საკუთარი ბიზნესის ქონაზე. ჩვენი იდეების განხორციელების პროცესში კი ხშირად სხვადასხვა სახის წინააღმდეგობას ვაწყდებით. თუ ახლა იდეის დამუშავების, ან ბიზნესის დაწყების ეტაპზე ხარ, აუცილებლად დაუთმე დრო ბიზნესკურსს და მიიღე ბევრი საჭირო ინფორმაცია.
გაითვალისწინე, სრულყოფილი ფინანსური განათლება ბიზნესის მართვისას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარება.
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები