გახარის მტკიცებით, თანამდებობაზე ყოფნისას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ მასშტაბის მოსმენები მიმდინარეობდა
ფოტო: საქართველოსთვის
ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ასეთი მასშტაბური მოსმენები და მიყურადება მიმდინარეობდა. მისივე თქმით, არც პრემიერმინისტრობისას და არც შს მინისტრობისას არ იცოდა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი, სწორედ მისი თანამდებობაზე ყოფნის თარიღებს ემთხვევა.
"უსაფრთხოების სამსახურიდან, რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერმინსიტრს, მომდიოდა გარკვეული ბრიფები ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებაზე, მაგრამ [ამ მასშტაბის] არა, რა თქმა უნდა", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
ამ პასუხის შემდეგ წამყვანმა მას ჰკითხა, მაშინ რისი და ვისი პრემეირმინისტრი, იყო, რაზეც გახარიამ უპასუხა:
"მაშინ, როდესაც მე როგორც პრემიერმინისტრი ეს რეალობა ვნახე, რომ პარტია უბრალოდ პირდაპირ იჭრებოდა მთავრობის უფლებამოსილებაში, მე მაშინ გადავდექი. ეს იყო ის პასუხისმგებლობა, რომელიც მე ავიღე. მიუხედავად ამისა, მანამდე ჩვენ გვქონდა მთელი რიგი გეგმა რეფორმირების. ჩვენ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს ხალხნო, ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს შეიძლება დემოკრატიული პარამეტრებით ნორმალურ ფორმაში ვიყოთ, მაგრამ 3-4 თვეში თუ სტრუქტურული რეფორმები არ გავაგრძელეთ, სულ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ამიტომ ნუ გვაქვს იმის შეგრძნება, რომ საქართველოში მიღწევები დიდი ხნით შენარჩუნებადია, არ არის. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც 2 წლის განამვლობაში მართლა მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ და ერთ წელიწადში იმ რეფორმებიდან არაფერი აღარ დარჩა, დღეს იმ რეფორმებიდან აღარაფერი აღარ არის".
რაც შეეხება მმართველი გუნდის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფაილების გავრცელებასთან, შესაძლოა, გახარიას გუნდის წევრებს ჰქონდეთ კავშირი და ამას გამოძიება დაადგენს, გახარია ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას თავად მოითხოვენ.
"ოღონდ ისეთი გამოძიების კი არა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, ჩვენ მოვითხოვთ ამ გამოძების დაწყებას და უფრო მეტსაც გეტყვით, როგორც კი ჩვენ ამ საარჩევნო პროცესს გადავაგორებთ, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პრინციპულად, პერსონალურად იქნება ამ პროცესში ჩარეული", — განაცხადა მან.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ატვირთულია Word-ის ათასობით ფაილი და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ავთენტურია, ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების საჯარო და პირად კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს და აგროვებენ კომპრომატებს პირადი ცხოვრების შესახებაც, მათ შორის, საუბარია ჰომოსექსუალურ კავშირებზე.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. უწყებამ მოუწოდა მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე:
- პედოფილია, პირადი ცხოვრების დეტალები და კავშირები რუსეთთან — რა წერია გავრცელებულ ფაილებში, ნაწილი I
- პრეზიდენტი აპირებდა თავისი გამოსვლის ტექსტი პატრიარქისთვის შესასწორებლად გადაეგზავნა — გავრცელებული ჩანაწერები
- როგორ დაგეგმეს პატრიარქმა და მმკ-მ "ოჯახის სიწმინდის დღის" შექმნა — მასალები ჩანაწერებიდან
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები