ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ უნიკალური მუხის 1000 ნერგი დარგო
ჩვენს პლანეტაზე არსებულმა გლობალურმა პრობლემებმა ეკოლოგიაზე ზრუნვის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი საკითხები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის იქცა აქტუალურად. მსოფლიოში თანდათანობით ჩნდებიან ეკომეგობრული კომპანიები, რომელთათვისაც ეკოლოგია და მისი ცალკეული საკითხები ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ეს გარემოსდამცველი ორგანიზაციებისა და პირებისთვისაა.
ტოიოტა ცენტრ თეგეტას მწვანე არჩევანი
ჯერ კიდევ 2015 წელს ტოიოტამ მსოფლიოს გამოწვევას უპასუხა და უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეკოგამოწვევა 2050, წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსირებას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და ეკოსისტემასთან ჰარმონიულ თანაარსებობას გულისხმობს. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ, 2019 წლიდან მწვანე გზა აირჩია, ამ გლობალურ კამპანიაში ჩაერთო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა. აღნიშნულ წამოწყებას 2021 წელს ტოიოტა ცენტრი ბათუმიც შეუერთდა. ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე, ეკომეგობრული კომპანიის მიერ განხორციელებული კამპანიის შესახებ საუბრობს:
"უკვე 2 წელია, ყველა მომხმარებელი, ვინც ტოიოტა თეგეტაში ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, მწვანე გზის კლუბის წევრი ხდება, საჩუქრად გადაეცემა გამწვანების ბარათი, ხოლო ჩვენი კომპანია მის სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგს რგავს. ტოიოტა ცენტრი თეგეტა ამ კამპანიით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უმნიშვნელოვანეს პროექტს უერთდება, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს".
აღდგენილი იმერული მუხა
საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კი უკვე ამ უნიკალური მუხის 1 000 ძირი დარგო. როგორც თეა მანჯავიძე ამბობს ეკომეგობრული კომპანია გარემოზე ზრუნვას განაგრძობს.
"ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, რა თქმა უნდა, მას პერმანენტული ხასიათი ექნება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს ეკოლოგიაზე ზრუნვაში და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ხეების დარგვის პროცესში ჩვენი მომხმარებელიც აქტიურად ჩაერთვება".
ადამიანები ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად
თანამედროვე სამყაროში ადამიანები ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სურვილის მიუხედავად, ეკოლოგიაზე და უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვას ხშირად ვერ ახერხებენ. გამწვანების პროექტი ტოიოტა ცენტრი თეგეტას მომხმარებელს ამ სურვილის ასრულებასა და მიზნისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. ტოიოტა ცენტრი ბათუმის მომხმარებელი, ნინო შავაძე, მწვანე გზის პროგრამას ერთ-ერთი პირველი შეუერთდა.
"ყოველთვის მინდოდა, რომ გარემოზე ზრუნვაში ჩემი წვლილი შემეტანა, თუმცა ამას ვერასდროს ვახერხებდი. ტოიოტა ცენტრი თეგეტას გამწვანების პროექტი კი ამის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ახალი მანქანის შეძენა გადავწყვიტე, ბათუმში ტოიოტას ოფიციალური ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასევე ჩართულია ამ კამპანიაში. ბევრი არც მიფიქრია და ჩემი არჩევანი ჰიბრიდზე შევაჩერე. გარდა იმისა, რომ ახალი, ეკოლოგიური მანქანით დავდივარ და გარემოს ისედაც ნაკლებად ვაბინძურებ, პარალელურად, ჩემ მიერ გავლილ კილომეტრებთან ერთად ხეებიც ირგვება".
ეკომეგობრული კომპანიების მხრიდან აქტიურობა საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებს და მოტივაციას ზრდის. ტოიოტა ცენტრ თეგეტაში აცხადებენ, რომ მათი მომხმარებელი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილის შეძენისთანავე გზას მწვანე მომავლისკენ ირჩევს და უპირატესობას ეკოლოგიურად სუფთა სამყაროში ცხოვრებას ანიჭებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები