სტარტაპ ნაკრები — ქეშბექი ფეისბუქ რეკლამაზე ახალი ბიზნესებისთვის
როცა იწყებთ ახალ ბიზნესს, საჭიროა, თქვენს სტარტაპთან მიმართებით განსაზღვროთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარებაში, ცნობადობის გაზრდასა და თქვენი სათქმელის თუ პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანაში.
ბიზნესის დაწყებისთანავე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციის ქონა. ეს კი ხარჯებთან არის დაკავშირებული და სტარტაპმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ციფრულ სამყაროში რეკლამის გაშვებისას, რა სარგებელი დაუბრუნდება მას.
რას იტყვით, თუკი ამ სარგებელს კიდევ უფრო გაგიზრდით ქეშბექით?
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, სტარტაპ ნაკრების, Visa ბარათით გადახდისას ფეისბუქ რეკლამაზე დახარჯული თანხის 10 პროცენტის დაბრუნებას შეძლებ ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით.
"ამ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შეძლებენ, დაიბრუნონ იმ თანხის 10 პროცენტი, რომლითაც ფეისბუქზე რეკლამას შეიძენენ", — ამბობს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი, სოფო კახიძე, — "ეს ინიციატივა სტარტაპერისა და Visa-ს თანამშრომლობით ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახალი ბიზნესების მხარდაჭერაა".
"ქეშბექი მომხმარებლებს ძალიან უყვართ, რადგან მას სარგებელი დაუყოვნებლივ მოჰყვება", — აღნიშნავს სოფო, — "თიბისის მსგავსი შეთავაზება სხვა პროგრამების ფარგლებშიც გამოუყენებია და ყოველთვის კარგი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ განსაკუთრებით ახალი ბიზნესებისთვის ეს საჭირო და დროული შეთავაზებაა და მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება".
ამ მიზნით შეიქმნა სტარტაპ ნაკრებიც, რომელიც ახალბედა ბიზნესებს როგორც ფინანსურ, ისე არასაბანკო მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს. ბიზნესისთვის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თიბისიმ ერთ ნაკრებში გააერთიანა 5 ლარის სანაცვლოდ.
ამ მიმართულებით ქართული ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია Visa-სთვისაც, რომელიც უკვე წლებია, თიბისის პარტნიორია.
"მოგეხსენებათ, Visa ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენი ეგიდით არაერთი პროექტი თუ კამპანია ხორციელდება", — აღნიშნავს Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე, — "ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, მათთვის Visa-ს რესურსების, ინოვაციური პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების შეთავაზების გზით.
"ჩვენი და თიბისის შეთავაზება განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ანტრეპრენერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას, კერძოდ — ბიზნესის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში".
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური პლატფორმა სწორედ სოციალური მედიაა. ამ გზას კიდევ უფრო ეფექტურს და მომგებიანს ხდის ქეშბექის აქცია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეთავაზებაა.
"ერთ-ერთ ყველაზე მთავარ როლს აღნიშნულ პროცესში უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია ასრულებს, რომლის გამოყენების არეალი გაიზარდა საქართველოში", — ჰყვება დიანა, — "შესაბამისად, Visa-ში ვმუშაობთ ორი მიმართულებით: ერთი მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობაზე, მეორე მხრივ კი მომხმარებლებზე, რადგან ონლაინ სივრცეში ამა თუ იმ პროდუქტის შეძენა ან სერვისის მიღება მათთვისაც უფრო საინტერესო და მომგებიანი იყოს".
თიბისისა და Visa-ს თანამშრომლობა კი მხოლოდ სტარტაპერის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექით არ შემოიფარგლება. Visa თიბისის გადახდის სისტემების ექსკლუზიური პარტნიორია და განვლილი წლების განმავლობაში ამ პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა კიდეც.
კომენტარები