მსოფლიოს უძველესი ტყეები არ იყო ისეთი, როგორიც აქამდე გვეგონა — კვლევა
შემორჩენილი ნარჩენების შესწავლამ, რომლებიც 385 მილიონი წლით თარიღდება, მეცნიერებს ხელახლა წარმოადგენინა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში პირველი ტყეები.
ნიუ-იორკთან ახლოს, ძველ გზატკეცილთან მეცნიერებმა აღადგინეს ძველებური ტყის ნაშთები, რაც მოიცავს მსოფლიოში სულ მცირე სამი უძველესი ხის მსგავს მცენარეს.
მათი ნაწილი ნიახურის მსხვილ ღეროებს ჰგვანან, რომელიც ცაში 10 მეტრის სიმაღლემდე აღწევს. სხვები ფიჭვნარებს დაემსგავსნენ, მაგრამ ფოთლოვანი, გვიმრის მსგავსი ბეწვით. დანარჩენები პალმებს მოგაგონებთ, ბოლქვიანი ძირებით და გვიმრის მსგავსი ტოტებით.
მკვლევრების თქმით, მილიონობით წლის წინ მშრალი პერიოდები ციკლის რეგულარული ნაწილი იყო და უძველესი ტყეები პრიმიტიულ ხეებს მასპინძლობდნენ — ისეთ ხეებს, რომლებიც ადრე მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ჭაობებში და მდინარეებთან იზრდებოდა. ეს ხის მსგავსი მცენარეები უძველეს გვარს მიეკუთვნებიან და გარეგნულად ჰგვანან მაღალ გვიმრებს.
მეცნიერებს აქამდე მსგავსი ხეები მხოლოდ სველი დაბლობის პირობებში ჰქონდათ აღმოჩენილი. მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს უფრო ღრმა ფესვთა სისტემის არსებობა გადაშენებული ფიჭვის მსგავს მცენარეებში, რომლებიც არქეოპტეროსის გვარს მიეკუთვნებიან.
ახალი აღმოჩენების მიხედვით უძველეს ხეებსაც კი ფოთლებისა და ღრმა ფესვების გარეშე, შეეძლოთ ჭაობიდან უფრო მშრალი პირობებისთვის გაეძლოთ.
"ახალი აღმოჩენები მეტყველებს იმაზე, რომ ყველაზე ადრეულ ხეებს შეეძლოთ მრავალფეროვანი სივრცეების "კოლონიზირება" და ისინი არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სველი გარემოთი", — განმარტა ევოლუციური ეკოლოგიის სპეციალისტმა ხუდადადი ბინგემტონიმ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან.
ითვლება, რომ ის პრეისტორიული ტყე, რომელსაც ახლა მკვლევრები იკვლევენ გაქრა გრძელვადიანი წყალდიდობის შედეგად, რომელმაც ხეები დატბორა და გააქრო. თუმცა, ნალექმა, რომელიც შემდგომ გაჩნდა, შესაძლოა, შეინარჩუნა ფესვები ისე, როგორც ეს ჭალის დროს ხდება ხოლმე.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები