ზარქუა ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე: პარტიის წევრიც იყო, თუ არ იყო, ეგეც არ ვიცი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პარტიას "ათობით ათასი წევრი და ასობით ათასი მხარდამჭერი ყავს და ყველას ზრახვებსა, თუ ფიქრებზე" პასუხს ვერ აგებენ. ასე ეხმაურება ის სოციალურ ქსელში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული მმართველი პარტიის წევრი იყო.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოებიც, სადაც ირაკლი ზარქუა ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად არის დაფიქსირებული. On.ge აღნიშნულზე დეპუტატს დაუკავშირდა, მისი თქმით, ფოტოები ორი-სამი წლის წინანდელია. ჩვენ კითხვაზე, იყო თუ არა ბრალდებული ქართული ოცნების აქტივისტი ან საოლქო კომისიის წევრი, ის გვპასუხობს, რომ არ იცის.
"არ ვიცი, ამდენი არ ვიცი. პარტიის წევრიც იყო, თუ არ იყო, ეგეც არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. უბრალოდ, იქ იყო მთაწმინდის უბანზე, ეხმარებოდა ჯგუფს, გვეხმარებოდა შეხვედრის დაორგანიზებაში. დანარჩენი იმის იქით არც ვიცი მე, უბრალოდ, ერთკვირიანი მუშაობა გვქონდა უბანზე, მივლინებული ვიყავი და ეგ არის და ეგ", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, "პარტიულობას მნიშვნელობა არ აქვს" და ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.
"მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვენი გუნდის აქტივისტი ყოფილიყო, მაინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მტკიცებულებების ერთობლიობით მიიღო ეს ღონისძიება ჩაატარა და დააკავა პოტენციური დამნაშავე. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, თუ დამნაშავეა უნდა მიესაჯოს უმკაცრესად, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ის რაც მოხდა, ეს არის ტრაგედია, მიუტევებელია ეს ყველაფერი", — აღნიშნა ზარქუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნეს და ბრალდებული დააკავეს. მათივე ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რ.მ. 8 სექტემბერს დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ქართული ოცნების წევრი იყო. On.ge აღნიშნულის გადამოწმებას პრესსამსახურთან ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
31 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.
შანაე ბრუკის მეგობრები Facebook-ზე წერდნენ, რომ ის 30 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან, მთაწმინდის რაიონში სეირნობის შემდეგ დაიკარგა. ბრუკი ერთ-ერთი მეგობრის თქმით, შანაე ბოლოს ტელეფონზე მეგობარს ელაპარაკებოდა, როდესაც მას მოულოდნელად თავს დაესხნენ, ის კი დახმარებისთვის ყვიროდა.
1-ლ აგვისტოს შანაე ბრუკი გარდაცვალების საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები